ყველი არომატულ ზეთში

ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია, ინახება დიდი ხნით. გამოიყენება როგორც სალათებში, ასევე სასმელთან, თანმხლებად.

Ingredients

For 0 people ()

ყველი არომატულ ზეთში Directions

ინგრედიენტები

იმერული ყველი - 150 გრ (შეგიძიათ ფეტაც გამოიყენოთ);

არარაფინირებული ზეითუნის ზეთი 30-40 გრ (დაახლოებით)';

ბაზილი (პიტნა ან ომბალო) - 2 ტოტი;

 

'ვფიქრობ, არარაფინირებული მზესუმზირის ზეთის გამოყენებაც შეიძლება, რაც უფრო ხელმისაწვდომია საქართველოში, თუმცა მე თავად არ გამომიყენებია.

 

ინვენტარი: პატრა ჯამი და მაცივარში შესანახი კონტეინერი;

მომზადები დრო: 10 წუთი.

 

კალორიულობა: მთლიანი კერძის - 600 კკალ; 100 გრ - 300 კკალ; კალორიულობის კოეფიციენტი - 3 (ძალიან მაღალი);


მომზადების წესი

დაჭერით ყველი პატარა კუბებად (ნახევარი ლუკმის ხელა);

დაჭერით მწვანილი ძალიან წვრილად (არ დანაყოთ);

ჩაუშვით ეს ყველაფერი ჯამში და დაასხით ზეთი, იმდენი, რომ კარგად ამოისვაროს ყველი ზეთში (ბევრ ზეთს ნუ უზავთ, თუმცა არც უნდა აკლდეს, ყველის ყველა ნაჭერი უნდა "გაეხვიოს" ზეთში);

სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ მაშინვე; ინახება 7-10 დღე (შეიძლება მეტიც, არ მიცდია).. უფრო გემრიელია ჩაცივებული.

fetaoil


ეს ყველი შეგიძიათ დაუმატოთ კიტრისა და პამიდორის სალათას, თავისი ზეთითვე, ძალიან გემრიელია.
Top