. ბრინჯის სალათი თინუსის კონსერვითა და ბოსტნეულით

5
by dona
თავიდან თინუსის სენდვიჩების გაკეთებას ვაპირებდი ლანჩისთვის, მაგრამ ვინაიდან თინუსის კონსერვი ზეთით მქონდა, გადავწყვიტე სალათად გადამეკეთებინა, ბრინჯი გარკვეულწილად შეიწოვდა ზეთს და დანაკარგიც არ მექნებოდა. ასე, ექსპრომტად დაიბადა ეს გემრიელი სალათი.

Ingredients

For 0 people ()

. ბრინჯის სალათი თინუსის კონსერვითა და ბოსტნეულით Directions

ინგრედიენტები
  • • 1 ჭიქა ბრინჯი (მოსახარში)
  • • 1 ქილა თინუსის კონსერვი ზეთში
  • • 1 ქილა დაკონსერვებული პატარა კრევეტები (თუ არ გაქვთ, გააორმაგეთ თევზის კონსერვი)
  • • 1 ღერი სელერი/ნიახური
  • • 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
  • • 4 ღერი ახალი ხახვი
  • • 1 ცალი ლიმნის წვენი
  • • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი
  1. • 1 ჭიქა ბრინჯი მოვხარშოთ 2 ჭიქა წყალში
  2. • ამასობაში წვრილად დავჭრათ სელერი და ახალი ხახვი
  3. • სტაფილო შეგიძლიათ გახეხოთ ან წვრილად დაჭრათ
  4. • შეგრილებულ ბრინჯს შევურიოთ თევზის კონსერვი და დაჭრილი ბოსტნეული, ლიმნის წვენი, მარილი და პილპილი

tunasalad


none
Top