ეკლერი (იგივე შუ)

2.91

უგემრიელესი ... უადვილესი .... სუპერ ნამცხვარი

Ingredients

For 0 people ()

ეკლერი (იგივე შუ) Directions

ინგრედიენტები

ცომი:

  • 1 ჭიქა (250 გრ) წყალი,
  • 100 გრ კარაქი (მარგარინი),
  • 0.5 ჩ.კ. მარილი,
  • 5-6 კვერცხი (სიდიდის მიხედვით)
  • ფქვილი - 250 გრ ჭიქით;

კრემი:

  • 1ჭიქა შაქარი,
  • 0.5 ჭიქა ფქვილი,
  • 0.5 ლიტრი ადუღებული რძე (ან წყალი)
  • 50-70 გრამამდე კარაქი (გარბილებული)

მომზადების წესი

ცომი:

1 ჭიქა (250 გრ) წყალი + 100 გრ კარაქი (მარგარინი) + 0.5 ჩ.კ. მარილი

ეს ყველაფერი უნდა მაღალ ცეცხლზე ადუღდეს ერთად ცხიმის ბოლომდე გადნობამდე ....

და ამას ემატება ზუსტად იმავე ზომის ჭიქა ფქვილი ცეცხლზევე (ოღონდ უკვე დაბალზე) და კარგად მოურევთ ხის კოვზით ....

ისე რომ დაგუნდავდეს სავით ცომი (ანუ შეიკრას საკაიფოდ)

გადმოდგავთ და სათითაოდ ჩაათქვეფავთ მიქსერით 5-6 (სიდიდის მიხედვით) კვერცხს ....

ნუუუუუუუ ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის რომ ტაფაზე დადებისას ფორმა შეინარჩუნოს ... მაგრამ მაგარი არ უნდა იყოს

ეხლა როგორ ვაძლევ ბოლო პერიოდია ეკლერის ფორმას:

ვიღებ ერთჯერად პარკს (დღეს ფაილი გამოვიყენე და მოვიხიბლე)

ვდებ ცომს პარკში და ვაჭრი წვერს პატარაზე ....

შემდეგ ვუშვებ ტაფაზე (არაფერი არ უნდა წაუსვათ ტაფას ამ დროს) გრძელ ფორმებს .... სიგრძე სიგანეს თავად განსაზღვრავთ

ekleri

ვდგავ ტაფას ღუმელში მაღალ ცეცხლზე (190-200 გრ) 35 წუთით ..... ეკლერები_შუები უნდა იყოს გაფუებულ-გარედან შებრაწულები

შემდეგ ვუწევ ცეცხლს 160 გრადუსამდე და ისევ ვტოვებ ღუმელში 15 წუთით

ბოლო 15 წუთიც რომ გავა გამორთავთ ცეცხლს .... გამოაღებთ ოდნავ კარებს და დატოვებთ შესაგრილებლად ღუმელში ასე 15-20 წუთით

ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ არ ჩაიფუშოს ეკლერები თუ დააკლდა ოდნავ ცხობა ან რამე ესეთი რა ...

ანუ ეს პუნქტი არ განიხილება .... ეგრეა და ვსიოოოოო

ekleri_11

კრემი:

1ჭიქა შაქარი + 0.5 ჭიქა ფქვილი + 0.5 ლიტრი ადუღებული რძე (ან წყალი)

ეს ყველაფერი უნდა აურიო მიქსერით ან ხელის ასათქვეფით .... ნუ ჯერ ფქვილი და შაქარი მერე დაამატებ მდუღარე სითხეს

და ამ ყველაფერს დაადგავ დაბალ ცეცხლზე აუცილებლად გამანაწილებლით ....

და პერიოდულად მოურევ ხის კოვზით სანამ არ ჩასქელდება .... ანუ ფაფა არ დახდება

შემდეგ დადგავ სადმე გასაგრილებლად (ანუ თითქმის ცივი რომ იყოს მაგრამ არა გაყინული)

ამ დროს გექნება გამზადებული ოთახის ტემპერატურამდე გამდნარი კარაქი ასე 50-70 გრამი ....

და ამას ჩაათქვეფავ იმ ფაფაში .... დაამატებ ვანილს ... და გამოგივა სუპერ კრემი


ცხობის პერიოდში ღუმელის კარების გამოღება სასტიკად იკრძალება ...


none
Top