ბულგარული წიწაკა კვერცხისა და ყველის სატენით

4.5

გემრიელი, მსუბუქი და დეკორატიული სტარტერი. ერთნაირად მიესადაგება როგორც ქართულ სუფრას ცივი კერძის კატეგორიით, ასევე რესტორანის მენიუსაც - საწყის კერძად. ბულგარულის ნადუღიანი რგოლები ასევე წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნებს როგორც დიეტურ კვებაში, ასევე შესვენების დროს - მსუბუქად წასახემსებლად.

Ingredients

For 0 people ()

ბულგარული წიწაკა კვერცხისა და ყველის სატენით Directions

ინგრედიენტები

ბულგარული წიწაკა - ნებისმიერი ფერის, ტკბილი;

კვერცხი მოხარშული -  ერთ ბულგარულზე  1 ცალი კვერცხი;

ყველის გულსართი - იმერული ყველისა და ნადუღის ნაზავი, თითო ბულგარულზე - 150 გრ; პროპორცია დამოკიდებულია ყველის სირბილესა და მარილიანობაზე. (შეიძლება გამოიყენეოთ მხოლოდ ყველი, ნადუღი ან ხაჭო)

მომზადების დრო - კვერცხის მოხარშვის და გარჩევის ჩათვლით, სულ რაღაც 15-20 წუთია საჭირო.

ინვენტარი  - კვერცხის მოსახარში ქვაბი; ყველეულის ასარევი ჯამი, საჭრელი დაფა და ბასრი დანა.


მომზადების წესი

1. მოხარშეთ კვერცხი და გაარჩიეთ.

შენიშვნა:  კვერცხს  კანი რომ არ დაუზიანდეს გარჩევის წინ გააცივეთ და შემდეგ ნაჭუჭი კარგად დაუმსხვრიეთ დანით, ისე რომ ნაჭუჭი დაიბზაროს ძალიან წვრილ ნაწილებად, ასე ძალიან ადვილად და კვერცხის დაუზიანებლად მოშორდება გარსი.

2. ყველი დაფშვენით წვრილად და აურიეთ ნადუღი, საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მარილი.

შენიშვნა: ერთიანი მასის მისაღებად აურიეთ მიქსერით ან ბლენდერით;

3. ბულგარულ წიწაკას მოაჭერით თავი ფრთხილად (თუ დეკორაციისათვის გჭირდებათ - შეინახეთ). გაარჩიეთ თესლისგან.

 აწყობის წესი :

მომზადების ორ წესს შემოგთავაზებთ:

1. რეცეპტის მიხედვით - ბულგარული წიწაკის გვერდებს შიგნიდან ვავსებთ ყველის მასით და შუაგულში ვდებთ/ვტენით კვერცხს, შემდეგ საბოლოოდ ამოვავსებთ სიცარიელეს და ვჭრით სუფრაზე მიტანის წინ 1.5-3 სმ სისქის ნაჭრებად;

2. მომზადების ჩემეული წესი - უფრო რთულია, მაგრამ სიმეტრიის კონტროლი ასე უფრო მარტივად ხდება :

ა) ბულგარული წიწაკა და კვერცხი დავჭრად 1.5-2 სმ სისქის რგოლებად, მთავარია ბულგარულის რგოლები და კვერცხის რგოლები იყვეს თანაბარი სისქის;

ბ) კულინარიულ დაფაზე დავდოთ კვერცხის რგოლი და ირგვლით მჭიდროთ შემოვუწყოთ (დავტკეპნოთ ყველის მასა, ზემოდად დავადოთ ბულგარულის რგოლი და როგორც ცომს ვჭრით რაიმე ფორმით ასე ამოვჭრათ, შეეცადეთ კვერცხი სიმეტრიულად მოექცეს წიწაკის რგოლში. კიდევ ერთხელ დატკეპნეთ და სამუშაო დაფიდან აიღეთ რაიმე ბლაgვი საგნის დახმარებით (ფართე დანა მაგალითად).


ასევე შეიძლება მომზადდეს გრძელი ტკბილი წიწაკითაც, გულსართად კი შეილება გამოყენებული იქნებს ზეთის ხილი კვერცხის ნაცვლად.

Top