სამარხვო ნამცხვარი ..მარია..

5
ამ ტორტის რეცელტი ეკუთვნის ერთ-ერთ რუს ქალბატონს, რომელიც ეკლესიის მრევლია და ამ ეკლესიის მრევლისგან გავრცელდა ეს რეცეპტი და ამ ქალბატონის სახელით გახდა ცნობილი, იოლია გასაკეთებლად, დრო არ სჭირდება ბევრი და გემრიელიც არის ნამდვილად

Ingredients

For 0 people ()

სამარხვო ნამცხვარი ..მარია.. Directions

ინგრედიენტები

ბისკვიტი:

  250 გრ. სამარხვო კარაქი

  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. წყალი
  • 1ჭ. ნიგოზი
  • 1ჭ. ქიშმიში
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 3ჭ. ფქვილი
  • 300-400 გრ. ჯემი სურვილისამებრ(უფრო მომჟავო უხდება)

გლაზური:

  • 1 ს.კ. კაკაო
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 30 გრ. კარაქი სამარხვო

მომზადების წესი

კარაქი გაადნეთ და დაუმატეთ შაქარი, თაფლი, წყალი და ეს მასა შეათბეთ. თბილშივე ჩაყარეთ ნიგოზი და ქიშმიში. ოდნავ შეაგრილეთ ეს მასა;

დაამატეთ სოდა და დააცერით ფქვილი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად და სათითაოდ გამოვაცხოთ 180 გრ. 10-15 წ. ცხობის დრო უნდა იყოს ორიენტირებული საკუთარ ღუმელზე (ყველა ღუმელს ერთნაირად არ მიყავს ოქროსფერ ფერამდე). ~

საცხობად გამოიყენეთ ფორმა დიამეტრით 26 სმ.

ფენები გავაცივოთ და გადავუსვათ ჯემი თქვენთვის სასურველი, მე შავი მოცხარის მურაბა დავაბლენდერე. ზემოდან გადავუსვათ გლაზური.

maria


ერთი პატარა რჩევაა - კიდევ შეგიძლიათ სამარხვო კრემიც გაუკეთოთ ან ერთ ფენაზე კრემი და მეორეზე ჯემი საუკეთესო შეხამებაა. ორიგინალში ნიგოზი წერია და ამჟამად მე გავაკეთე არაქისით, მაგრამ ჩემი აზრით ნიგოზი ჯობია უფრო ნაზია არაქისი აუხეშებს.
none
Top