ხაჭოს დესერტი

Ingredients

For 0 people ()

ხაჭოს დესერტი Directions

ინგრედიენტები
  • 250 გრ უცხიმო ხაჭო
  • 1 ცალი ლიმონი
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • ფქვილი იმდენი რომ არაჟნის სიქის ცომი მიიღოთ (მე 1 ჭიქა გავუკეთე ფქვილი და არ ეყო)
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი (რაზრიხლიტელი) ან 0.5 ჩ.კ. სოდა
  • 3 კვერცხი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
  • შოკოლადი ზემოდან მოსაყრელად
  • ბანანი 1ცალი

მომზადების წესი
  1. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით ძალიან კარგად.
  2. ლიმნის ქერქი ჩავხეხოთ და ცალკე გამოწურულ წვენში შევურიოთ ხაჭო, გავთქვიფოთ და დავუმატოთ კვერცხის მასა, ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი ან სოდა.
  3. მოურიოთ ხის კოვზით და მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ და კარაქწასმულ ფორმაში.
  4. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე.
  5. როდესაც გამოცხვება მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გაგრილებულზე მოვაწყოთ დაჭრილი ბანანი და გახეხილი შოკოლადი

ეს დესერტი ინტერნეტიდან ამოვიწერე და აშკარად ფქვილის რაოდენობა არ იყო სწორად მითითებული, ამიტომ ფქვილი იმდენი გაუკეთეთ რომ არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ, ძალიან არომატული დესერტი გამოგივათ ;)
none
Top