ატამი ნიგვზით და ორცხობილით

ღუმელში გამომცხვარი ატამი პირველად გავსინჯე და ფრიად მოვიხიბლე, თუმცა ეს ვარიანტი კალორიების ბომბია :)

Ingredients

For 0 people ()

ატამი ნიგვზით და ორცხობილით Directions

ინგრედიენტები
  • 5 ცალი ატამი (ე.წ. სახლეჩი)
  • 40 გრ ნიგოზი (გატარებული)
  • 60 გრ ორცხობილა (ჩვეულებრივი შაქრიანი ორცხობილა, მე საბავშვო გამოვიყენე)
  • 30 გრ კარაქი
  • 1 სკ. კონიაკი

მომზადების წესი

ატმები გათალეთ, ამოიღეთ კურკა და კოვზით ფრთხილად ამოაფხიკეთ გული.

კარგად აზილეთ ერთმანეთში გატარებული ნიგოზი, წვრილად დაფხვნილი ორცხობილა, კარაქი და კონიაკი.

შემდეგ სათითაოდ ამოავსეთ ატმები ამ მასით. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე ნახევარი საათით. ბოლოს ჩაურთეთ ზედა სიმხურვალე და გააჩერეთ 10-15 წთ რომ კარგად დაიბრაწოს.

atami1


none
Top