ალადები

ალადები (drop scones) - ალბათ ყველას მოგიმზადებიათ.. აქ ძირითად რეცეპტს და რამდენიმე ვარიაციას გთავაზობთ... კიდევ სურათებსაც:)

Ingredients

For 0 people ()

ალადები Directions

ინგრედიენტები

ფქვილი - 100 გრ;

მაწონი - 125 გრ;

შაქარი - 25 გრ;

კვერცხი - 1 ცალი;

გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი;

მწიკვი მარილი;

მზესუმზირის ზეთი - შესაწვავად;

 

ინვენტარი: ფართე, სქელ ძირიანი ტაფა;


მომზადების წესი

ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი კარგად აურიეთ ერთმანეთს;

ფქვილის მასას შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით ოდნავ შეთქვეფილი კვერცხი და მაწონი;

მაწვნის მასას  თანდათან შეაურიეთ ფქვილი - უნდა მიიღოთ სქელი, კოვზიდან მძიმედ ჩამოვადრნადი ცომი;

ცომი დაასვენეთ 20-30 წუთი;

გაახურეთ ტაფა საშუალო სიმხურვალეზე და მოუსვით ოდნავ ზეთი;

სადილის კოვზით ტაფაზე დასვით ცომის წრეები, ერთმანეთისგან კარგად მოშორებით (ან პატარა ტაფაზე სათითაოდ გამოაცხვეთ), დაახურეთ თავსახური;

დაახლოებით 2 წუთში, როცა ალადების ზედაპირი ჰაერის ბუშტებით დაიფარება, ქვედა ძირი კი ოქროსფერი გახდება - ისინი გადააბრუნეთ;

ეხლა მეორე მხრიდან გამოაცხვეთ ოქროსფერის მიღებამდე (თუ ალადებს გარსი დაებრაწა, ხოლო შიგთავსი მაინც თხელი და ცომის ფაქტურისაა, მაშინ საჭიროა ცეცხლს კიდევ უფრო დაუწიოთ);

მზა ალადები სუფრასთან მიიტანეთ შოლოლადის, კარაქის, ჯემის, კრემის ან ხილის თანხლებით.

bliniscone3

ეს, კი შინაგანი სამყარო:

bliniscone2

ps. ერთი ცალი დიდი ზომის გამოვაცხვე (ბლინის პატარა ტაფაში)

bliniscone1


ალადები ვაშლით: საშუალო ზომის ვაშლი გათალეთ, გახეხეთ და შეურიეთ ცომს; მზა ალადებს მოაყარეთ დარიჩინი;

ალადები ბანანით: პატარა, მწიფე ბანანი აქციეთ პიურედ, მოასხით 2-3 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი და შეურიეთ ცომს (შეიძლება ფქვილის რაოდენობის ონდავ დამატება გახდეს საჭირო);

ალადები შოკოლადით: ცოტა ზეთში გახსენით 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი  და შეურიეთ ცომს. შოკოლადის ალადები განსაკუთრებით გემრიელია ნაყინთან ერთად

Top