ბლინი ხახვით და ნადუღით

ძალიან  გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ბლინია.. მართალი გითხრათ, რომ არა ჩემი „ბლინების წიგნი“, ვერ მოვიფიქრებდი, რომ მწვანილები უშუალოდ ცომისთვის დამემატებია - ძალიან გემრიელია

Ingredients

For 0 people ()

ბლინი ხახვით და ნადუღით Directions

ინგრედიენტები

ცომი:

რძე - 300 მლ.ლ;

კვერცხი - 3 ცალი;

ფქვილი - 100 გრ;

მარილი - მწიკვი;

მწვანე ხახვი - 1 ცალი;

ზეთი - შესაწვავად;

გულსართი:

არაჟანი - 125 გრ;

ნადუღი (ხაჭო ან კრემ-ყველი) – 125 გრ;

1 კონა მწვანილები - მწვანე ხახვი, რეჰანი, ქინძი, კამა (ერთი ან რამდენიმე სახეობა);

მარილი, წიწაკა - გემოვნებით;


მომზადების წესი

ცომი:

რძე და კვერცხი შეურიეთ ერთმანეთს. შეამატეთ მარილი და ფქვილი. სულ ბოლოს ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვის მწვანე ღეროები (თუ ცომს დაასვენებთ, ხახვი გამოცხობის წინ უყავით);

გულსართი:

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, მარილი და წიწაკა (პილპილი) უყავით გემოვნებით. (კრემ-ყველი გამოიყენეთ ხაჭოსებური (თეთრი) „ფილადელფიას“ ტიპის);

გამოცხობა:

ბლინები ცხვება კარგად გახურებულ, ბლინის გამოსაცხობ ტაფაზე. ბლინის სისქე უნდა იყოს საშუალო, უფრო თხელიც, კი;

bliniCremecheese1

ეს გამომცხვარი:

bliniCremecheese2

გადახვევა:

შეგრილებული ბლინი დაჭერით თანაბარი ზომის ზოლებად (დაახლოებით 2 სმ სიფართე) გადაუსვით გულსართი და გადაახვიეთ. (შეგიძლიათ მთლიან ბლინსაც გადაუსვათ კრემი და შემდეგ დაჭრათ);

blinicremecheese3

აწყობა:

ბლინი სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებისა და კიტრ-პამიდვრის თანხლებით. კერძის უფრო „გასამდიდრებლად“  შეგიძლიათ ბეკონიც მობრაწოთ  (იხ. სურათი).

blinicremecheese4

Top