სამ-ფეროვანი კექსი

ანუ "მარმარილოს" კექსი, ეს ნამცხვარი  Khatuna M-ის რეცეპტით მოვამზადე, ოღონდ "დაყავი და შეურიეს" პრინციპით ვისარგებლე და ასე მივიღე ფერთა ეს "აურზაური".

Ingredients

For 8 people ()

სამ-ფეროვანი კექსი Directions

ინგრედიენტები

კვერცხი - 5 ცალი;

შაქარი - 2 ჭიქა (225 მლ.ლ ჭიქა);

მარგარინი  - 250 გრ;

ნაღები ან არაჟანი - 4 სუფრის კოვზი;

ფქვილი - 3 ჭიქა;

კაკაო - 1 სუფრის კოვზი;

ხსნადი ყავა - 2 სუფრი კოვზი;

გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი;

სოდა - 1/4 ჩაის კოვზი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით

ვანილი - 1 პაკეტი;


მომზადების წესი

მომზადების თანმიმდევრობა:

კვერცხი, შაქარი და ვანილი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე;

შევათქვიფოთ ამ მასას მარგარინი;

ამ  მასაში ჩავამატოთ არაჟანი ან ნაღები, გამაფხვიერებელიც და სოდაც ლიმონის წვენით გახსნილი;

ფქვილი თითო-თითო ჭიქა დავაცრათ ცომს და თან ვურიოთ მიქსერით. უნდა გამოვიდეს "არაჟნის კონსისიტენციის" ცომი, ამიტომ ფქვილის რაოდენობა მიახლოებით არის აღებული;

ამის შემდგომ ცომი უნდა გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად:

1. ერთ ნაწილს ავურიოთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენიც;

2. მეორე ნაწილს შევურიოთ 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა და ვაქციოთ ერთფეროვან მასად;

3. მესამე ფენას კი შევურიოთ კაკაოს ფხვნილი და ესეც ერთფეროვან მასად ვაქციოთ;

კექსის ფორმას მოვუსვათ ოდნავ მარგარინი (თუ ბევრია, ჯობია ქაღალდის ხელსახოცი მოვუსვათ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს);

ფორმაში ჯერ ჩავასხათ ლიმონის ფენა, შემდეგ ყავის და ბოლოს შოკოლადის, მსუბუქად ამოვურიოთ ხის ჩხირით ან ჩანგლით მთელ წრეზე, რომ ფერები აერიოს ერთმანეთს;

keqsimarmlemom1

შევდგათ ღუმელში 200 გრ-ზე 10 წუთით, მე აირღუმელი მაქვს და ორივე პოზიციას ვრთავ თავიდან (გრილი არ ჩართოთ), შემდეგ, როცა ცომი ფორმის ბოლომდე, ან თითქმის ბოლომდე ამოვა - ღუმელი გადამყავს მხოლოდ ქვედა პოზიციის რეჟიმში. ეს დაახლოებით 10 წუთში ხდება. შემდეგ, როცა უკვე კექსის თავი დაიწყებს დასკდომას - ღუმელის ტემპერატურას ვუწევ 180 გრადუსამდე და ცხვება ასე ბოლომდე. დაახლოებით საჭიროა 50-55 წუთი. კექსის მზაობა ჯობია ხის ჩხირით შეამოწმოთ.

keqsimarblemom2


ცომის მომზადება საკმაოდ მარტივია, ერთადერთი სირთულე აქ ცომის სწრაფად დაყოფა და "გაფერადებაა", შემდეგ კი მათი "აწყობა". თუმცა, თუ ერთხელ მაინც გამოგიცხვიათ ნამცხვარი - ეს სირთულედ არ უნდა მოგეჩვენოთ.

keqsimarble1

 

Top