მუხუდოსა და წითელი კომბოსტოს თბილი სალათი

by dona
მუხუდოს მარცვლები იგივე chickpea, ძალიან ტრადიციული და პოპულარული მარცვლეული აღმოსავლურ კულინარიაში. მისგან მზადდება ცნობილი hummus_შუა აზიური კერძების ერთ-ერთი წამყვანი სოუსი. მოხარშული მარცვლები გამოიყენება სხვადასხვა სალათებში, როგორც ცივად, ასევე თბილ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში Radiccio გამოვიყენე, ვიფიქრე მის ბუნებრივ სიმწარეს მოთუშვისას დავუკარგავდი, მაგრამ არ გამომივიდა. მეორე შემთხვევაში წითელი კომბოსტო გამოვიყენე და არც ისე ურიგო სალათი გამოვიდა. თუ გავითვალისწინებთ ორივე ინგრედიენტის სარგებლიანობას, საკმაოდ კმაყოფილიც დარჩებით.

Ingredients

For 6 people ()

მუხუდოსა და წითელი კომბოსტოს თბილი სალათი Directions

ინგრედიენტები
  • • 2 ჭიქა კარგად მოხარშული მუხუდო
  • • 1 ცალი პატარა თავი წითელი კომბოსტო
  • • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • • 2 სუფრის კოვზი ბალზამიკოს ძმარი
  • • 3 სუფრის კოვზი ზეთი
  • • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • • ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

• კომბოსტო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად

• გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი და დავყაროთ დაჭრილი კომბოსტო, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მარილი ბევრი არ მოგივიდეთ, რადგან კომბოსტო ისედაც დაცოტავდება და თან სოიოს სოუსი თავის სიმლაშეს შემატებს

• ტემპერატურა უნდა იყოს საშუალო, ისე რომ კომბოსტო არც დავწვათ და არც ბევრი წვენი გაუშვას. პერიოდულად ვურიოთ, რომ თანაბრად მოიბრაწოს.

• დაახლოებით 8-10 წუთის შემდეგ დავუმატოთ სოიოს სოუსი, ბალზამიკოს ძმარი და დაფნის ფოთოლი, დავუწიოთ ტემპერატურას და ორი წუთის შემდეგ დავუმატოთ უკვე მოხარშული მუხუდოს მარცვლები

• ცეცხლიდან გადმოდგმის წინ მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ქინძი


none
Top