პრასის ფხალი

4.5
by mze

Ingredients

For 0 people ()

პრასის ფხალი Directions

ინგრედიენტები

პრასი - 500 გრ;

ქინძი - 15 გრ;

ოხრახუში - 10 გრ;

ხახვი - 1 თავი (ან 2 -3 მწვანე ხახვი) – 70 გრ;

ნიორი - 3 კბილი, 15 გრ;

წიწაკა, მარილი;
ნიგოზი - 100 გრ (შეიძლება 70 გრ, თან თუ ხმელ სუნელებსაც ამატებთ< მით უფრო საკმარისია);

თეთრი ღვინის ძმარი - 1 სადილის კოვზი (სიმაგრის მიხედვით გადაამოწმეთ);

მარილი;

 

ფხალის ინგრედიენტების რაოდენობა მარტივად მრავლებადია, თ უ მეტის მომზადება გსურთ;

 

ამ რაოდენობით გამოდის 400 გრ მზა ფხალი;

 

კალორიულობა:


მომზადების წესი

ეს ჩემი ეზოს პრასი და სხვა ბოსტნეული:

prasi1

პრასი გაარჩითეთ, მოაჭერით გაფუჭებული ბოლოები და დაჭერით 6-8 სმ სიგრძეზე;

ჩადევით ქვაბში,

prasi2

დაასხით წყალი და მოხარშეთ, სადღაც 15-20 წუთში მზად არის.. არ ჩუნდა ჩაიხარშოს. მე ამიტომ პერიოდულად ვამოწმებ მოხარშვის მზაობას;

prasi3

შემდეგ გადმოიღეთ საწურზე და შეგრილების შემდეგ დაჩილეთ ან დაშერით სიგრძეზე, დანით. ზოგი ატარებს კიდეც ხორსსაკეპ მანქანაში, თუმცა მე დაჭრილ-აკელილი მირჩევნია;

დაჭერით ხახვი და მწვანილები წვრილად, დანაყეთ ან დაჭყლიტეთ ნიორი;

დანაყეთ ნიგოზი, შეგიძლიათ შეურიოთ ხმელი სუნელები (ქინძი, უცხო სუნელი) ან მხოლოდ ძმრით და თბილი წყლით გაათხელეთ კრემისებურ მასამდე (აქ საკმაზის მომზადების ორი მეთდი ვახსენე.. ანუ, ერთს მხოლოდ ნიგოზ-ნიორი და ნედლი მწვანილი ერევა ერთმანეთს, მეორე ვარიანტში, კი ხმელი სუნელიც... ეს თქვენს გემოვნებაზეა, ხმელი სუნელით ზაფხულში არ ვამზადებ, ზამთარში, კი ხმელ ქინძსაც ვურევ..);

შეგრილებულ და დაჭრილ პრასს შეურიეთ დაჭრილი ხახვი და მწვანილები, ნიორი და ნიგოზი. მოურიეთ კარგად, გადაიტანეთ რაიმე მომცრო  ჭურჭელში და შედგით მაცივარში. რამდენიმე საათის შემდეგ, ან მეორე დღეს უფრო გემრიელია;

prasi4

Top