საშობაო ღვეძელი, საშობაო კვერი

by mze

ანუ გურული კვერი/ღვეძელი/ღვეზელი, გემრიელი და ტრადიციის მიხედვით 7 იანვრის განუყოფელი ნაწილი, თუმცა ჩემს მეხსიერებას გურიაში, 24 დეკემბერს მომზადებული ღვეზელი (ღვეძელი) და ალილოც ახსოვს.

***

გურიის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ მას.

კვერთან დაკავშირებით, ჩვენმა ავტორმა ნინო კვაშალმა ერთი საინტერესო ისტორია მოგვაწოდა, რომელიც შემდეგია:

 - "ჩვენთან კვირიკეთში, ამას ჰქვია კვერები, იგივე "მუცლის სალოცავი კვერი" და მას აქვს შემდეგი შინაარსი - შობას ხსნილდება და ჩვენსკენ ამ კვერებით ილოცება ტრადიციელი საკვები, ანუ პირველი საკვებია, რითაც სადღესასწაულო სუფრა ხსნილდება".

Ingredients

For 0 people ()

საშობაო ღვეძელი, საშობაო კვერი Directions

ინგრედიენტები

ცომი:

საფუარიანი ცომი (მომზადებაიხილეთ აქ, ან როგორსაც ამზადებთ საერთოდ);

შენიშვნა იხილეთ კომენტარში;

გულსართი:

იმერული ჭყინტი ყველი, მარილიანი;

მოხარშული კვერცხი;


მომზადების წესი

ღვეზელის აღწერა:
ნალის (რკალის) ფორმის ცომეულია, რომლის სიდიდეც დიასახლისის გემოვნებასა და ოჯახის ტრადიციაზეა... ანუ, ერთი, პერსონალური ხაჭაპურიდან დიდ, ერთი "ჟარონა" ხაჭაპურამდე..

ღვეზელის ზედაპირი შეიძლება იყოს ან მხოლოდ კვერცხ-გადასმული, ან კვერცხ და ყველმოყრილი, ან უბრალოდ გამომცხვარზე ზეთ ან ერბო მოსმული..

ცომი:

ჩვენს ოჯახში პატარა ღვეზელები ცხვებოდა, შესაბამისად თითო ღვეზელზე იანგარიშეთ საშუალოდ 120 გრ ცომი;

კვერცხის მოხარშვა:

კვერცხი იხარშება ჩვეულებრივ, უნდა იყოს მაგრამ მოხარშული, შემდეგ ირჩევა და ეყრება მარილი, შემდეგ კი იჭრება ან ორად ან რამდენიმე სქელ წრედ);

ასევე არის კვერცხის მომზადების მეორე მეთოდიც, სადაც კვერცხი იხარშება მარილიან და ძმრიან წყალში (1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმარი) და შემდეგ მარილის მოყარა აღარ არის საჭირო გარჩეულისთვის, მაგრამ ამ წესით ღვეზლის კვერცხს ჩემს ოჯახში არ ამზადებდნენ, მხოლოდ სააღდგომოდ. თქვენ, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ძმრიანი მეთოდი სცადოთ;  

გულსართი:

დაფშვნილი (აფურჩხნული) ყველი - 100 გრ (რაც მეტია მით გემრიელია) და ე ცალი, მოხარშული და დაჭრილი კვერცხი;

ღვეზლის მოხვევა:

გაშალეთ პორციებად მოგუნდავებული ცომი ოვალურად, დაახლოებით 0.5 მმ სისქეზე, დაადევით მრგვალად დაჭრილი კვერცხი და ზემოდან მოაყარეთ ყველი; შეაერთეთ ცომის კიდეები, კარგად დატკეპნეთ, გადააბრუნეთ, ანუ შეერთების მხარე ქვემოდან მოაქციეთ;

ოდნავ კიდევ დააბრტყელეთ და კიდეები მოუმრგვალეთ, არ შეაერთოდ, უბრალოდ რკალად მოხარეთ;

გადაიტანეთ გამოსაცხობ თუნუქზე, გადაუსვით თუ კვერცხის და ყველის ნაზავს უსმევთ და გამოაცხვეთ;

მომზადება-გამოცხობის თანმიმდევრობა ასეთჳა სურათებში:

1. ორი ცალისთვის - ცომი, ყველი, კვერცხი;

kveri1

 

2. ცომის გაბრტყელება ოვალურად:

kveri2

 

3. ცომზე კვერცხის მოთავსება:

kveri3

 

4. ყველის დამატება:

RveZeli1

 

5. ცომის მოკვრRveZeli2ის დაწყება:

 

 

6. გაგრძელება:

 

7. მომთვარვა:

 

8. გადაბრუნება, რომ ცომის მოკეცვის ნაოჭები არ დააჩნდეს:

 

9. მზა:

 

 


ღვეზელისთვის ცომი მომზადება სხვადასხვა წესით ხდებოდა, ზოგი საფუარზე ამზადებდა, ზოგი მაწონზე ზელდა, ზოგიც სველზე (ყველის ამონაყვან სითხეზე) ან ცომის ხაშზე.

 

 

***

 

ეს კულინარიის გაკვეთილზე გადაღებული სურათია, ღვეზელის მომზადების "შუა გზაში"

saSobaoRvezeli

 

Top