აჯაფსანდალი

5
by mze

ანუ "სბორნი" აჯაფსანდალი.

Ingredients

For 0 people ()

აჯაფსანდალი Directions

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 1 ცალი;

ყაბაყი - 1 ცალი (ან ბადრიჯნის რაოდენობა გაზარდეთ);

მწვანე ლობიო - 250 გრ;

მწვანე ცერცვი - 250 გრ (ან ლობიოს რაოდენობა გაზარდეთ);

ხახვი - 2 თავი;

პამიდორი - 600 გრ;

კარტოფილი - 400 გრ;

სტაფილო - 250 გრ;

ბულგარული წიწაკა - 1 ცალი;

ქინძი და ოხრახუში - თითო-თითო კონა;

ნიორი - 4 კბილი;

წიწაკა - 1 ცალი (სიცხარის მიხედვით);

მარილი - გემოვნებით;

ზეთი - შესაწვავად;

 

ასევე უხდება ზაფრანას, ყვითელი ყვავილის მწვანე ფოთლები - ეს სეზონის დროს;


მომზადების წესი

გათალეთ და დაარჩიეთ ბოსტნეული;

ბადრიჯანი გათალეთ ზოლებად, ანუ ალაგ-ალაგ დაუტოვეთ კანი;

ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით საშუალო ლუკნის ხელა კუბებად; თუ საჭიროა ბადრიჯანი მარილში გამოატარეთ 30-40 წუთით, გარეცხეთ და შემდეგ გაწურეთ;

მობრაწეთ ბადრიჯანი და ყაბაყი ზეთმოსხმულ ტაფაზე;

ლობიო თუ დიდია დატეხეთ 3 სანტიმეტრზე; ლობიო და ცერცვი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით სულ ცოტა წყალი და მოთუშეთ; თუშვიდან 5 წუთში დააყარეთ მსხვილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი; როცა ჩარბილდება, გადმოდგით ცეცხლიდან;

ხახვი დაჭერით კუბებად; მოთუშეთ ზეთიან ტაფაზე (ამ მეორე ტაფა გამოიყენეთ, ან მოთუშული ბადრიჯანი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში); ჩარბილებულ ხახვს დააყარეთ ასევე წვრილად დაჭრილი ბულგარული და სტაფილო (სტაფილო შეიძლება ჩაიხეხოს);

აწყობა:

ცალ-ცალკე მოთუშული ბოსტნეული გადაიტანეთ ლობიოს და კარტოფილის ქვაბში, მოურიეთ (საჭიროა 5 ლიტრიანი ქვაბი); დაასხით კან გაცლილი და დაჭრილი (ან დაბლედერებული) პამიდორი და შედგით დაბალ ცეცხლზე, ადუღებამდე. ადურეთ 10 წუთით;

დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა, მწვანილის ნახევარი, მოურიეთ, ხარშეთ 2-3 წუთი;

გასინჯეთ, თუ მარილი და წიწაკა თქვენს გემოზე აქვს, გადმოდგით ცეცხლიდან;

მოაყარეთ დარჩენილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი.

adjafsandali

 


ეს კერძი გემრიელია როგორც ცხელი, ასევე ცივი.

Top