ყალია

4.5
by mze

ფრინველისგან და ბროწეულისგან მომზადებული კერძი.

Ingredients

For 0 people ()

ყალია Directions

ინგრედიენტები

ერთი ცალი მწიფე (წინა წლის) დედალი (ან მამალი);

ხახვი 2 დიდი თავი;

ნიორი - 3 კბილი;

ტომატ-პასტა - 1 სადილის კოვზი;

ბროწეულის წვენი - 2 სადილის კოვზი, ან 1 ცალი ბროწეული;

ხმელი ქინძი - 1 სადილის კოვზი;

ყვითელი ყვავილი - 1 სადილის კოვზი;

წიწაკა - 1 ჩაის კოვზი;

მარილი - 1 ჩაის კოვზი;


მომზადების წესი

ფრინველი უნდა ავქნათ ჩვეულებრივი წესით ნაჭრებად და ჩავალაგოთ ქვაბში; მოვაყაროთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი;

ასევე ჩავამატოთ ხახვი  - ალყა-ალყა დაჭრილი, ნიორიც და ბროწეული;

ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთს კარგად და შემდეგ შევდგათ დაბალ ცეცხლზე;

ფრინველს უნდა ვაცალოთ ჩაითუშოს თავისსავე წვენში და ცხიმში;

დაახლოებით 1 საათის შემდეგ ვუმატებთ 1 სუფრის კოვზ ტომატს. ვაგრძელებთ მზადებას კიდევ ნახევარი საათის მანძილზე თავდახურულ ჭურჭელში (სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ ცვალოთ გემოვნების მიხედვით).

როცა ხორცი მზად იქნება, გასინჯეთ და თუ საკმაზი აკლია - შეამატეთ;

ხორცი გამოდის ძალიან რბილი და სუნელებ-გამჯდარი. თითქმის წვენის გარეშე.


სადღესასწაულო სუფრაზე მიაქვთ ცხლად, წვენის გარეშე. თუმცა, საოჯახო სუფრაზე, კი წვენითაც შეიძლება მიიტანოთ;

 

ამ კერძისთვის არ გამოდგება ბროილერისან ახალი სოფლის ქათამი; უნდა იყოს ძველი, წინა წლის;

Top