მწვადი თურქულად

by mze

მწვადი, არომატულ წვენში, უმარტივესი და გემრიელი

Ingredients

For 0 people ()

მწვადი თურქულად Directions

ინგრედიენტები

საქონლის ან ცხვრის ხორცი - 500 გრ (შეიძლება ღორის ხორციც);

სამწნილე, გრძელი წიწაკა - 2 ცალი;

პამიდორი - 1 დიდი თავი ან (200 გრ ქილის);

ხახვი - 1 თავი;

მარილი, პილპილი, ნედლი ქინძი.

 

ინვენტარი: ფართე, მაღამ გვერდებიანი ტაფა.


მომზადების წესი

ხორცი დაჭერით ნაჭრებად და შეწვით მაღალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე (თუ ცხიმიანი თავისივე ცხიმიც ეყოფა, თუ არა და დაუმატეთ ზეთი);

გარედან დაბრაწულ ხორცს მოაყარეთ ალყად დაჭრილი ხახვი და წიწაკა (თესლი გამოაცალეთ).

mcvaditurkish1 

დაახურეთ თავსახური და ჩათუშეთ;

როცა ბოსტნეული ჩაითუშება, ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და გააგრძელეთ თუშვა;

როცა ყველა ინგრედიენტი ჩარბილდება და ხორციც "ჩადნება", გადმოდგით ცეცხლიდან და შეკმაზეთ მარილ-წიწაკით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

msvaditurkish3

Top