ნამცხვარი "მაკოცე"

5
by mze

ფხვიერი ნაცხვარი, თხილეულით და ბეზეს ქუდით.

Ingredients

For 20 people ()

ნამცხვარი "მაკოცე" Directions

ინგრედიენტები

ცომი:

კვერცხის გული - 2 ცალი;

შაქარი - 1 ჭიქა (200 გრ);

კარაქი ან მარგარინი - 400 გრ;

პურის ფქვილი - 3 ჭიქა (ანუ საშუალო სირბილის, ოდნავ თითებზე წებვადი ცომისთვის);

სოდა-ძმრით - 1 ჩაის კოვზი;

ბეზე:

კვერცხის ცილა - 6 ცალი;

შაქარი - 150 გრ;

მოსართავად:

ქიშმიში - 100 გრ;

დაჭრილი და მოხალული ნიგოზი - 100 გრ;

თეთრი ბლის მურაბა - 20-30 ცალი ბალი

(ან სამოთხის ვაშლის მურაბა, გამოდგება საზამთროს მურაბაც).


მომზადების წესი

კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ გოგლი-მოგლად;

კარაქი გავადნოთ და შეგრილების შემდეგ შევურიოთ გოგლი-მოგლს;

შევამატოთ სოდა-ძმრით;

შევაზილოთ ფქვილი;

გავშალოთ ცხიმწასმულ, ქაღალდ გადაფარებულ  საცხობ ფორმაზე;

დანის წვერით დასერეთ სასურველი ზომის ნაჭრებად (გამომცხვარი აღარ დაიჭრება ადვილად);

თითეულ ნაჭერზე თანაბრად მოაყარეთ ნიგოზი, ქიშმიში და მურაბა.

makoce2

თითეული ნაჭრის შუაში დადევით ბეზე (სანახევროდ გამომცხვარ ბისკვიტზე);

თხილეულის მომზადება:

ქიშმიში დაალბეთ თკბილ წყალში, ჩაიში ან კონიაკში, შემდეგ ნაზად გაწურავთ;

ნიგოზი მოხალეთ და დაჭერით 4-6 ნაწილად;

მურაბიდან ამოიღეთ ხილი და ადროვეთ სითხიდან დაწურვა;

ბეზე:

კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შეამატეთ შაქარი, შაქარი კარგად უნდა გადნეს, შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაზეც შედგათ;

გამოცხობა:
ხილეულ და მურაბა მოწყობილი ცომი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, როცა ცომი თითქმის მომზადდება, გამოიღეთ და სწრაფად მოაწყვეთ ბეზე, შეაბრუნეთ ღუმელში და ჩაუწიეთ 140 გრადუსამდე. ბეზე არ უნდა გამოშრეს, ქერქივით უნდა გაიკეთოს და ოდნავ შეფერადდეს ალაგ-ალაგ;

makoce3

 ნამცხვარიც მზად არის. შინახეთ გრილ ადგილას, მაცივრის გარეშე.


სამოთხის ვაშლის მურაბა შეგიძლიათ აქ ნახოთ;

აქ, კი საზამთროს მურაბის რეცეპტია;

 

Top