ხილის ტორტი

ხილის ტორტი

4.99
by tea070706
\"სწრაფი\" ტორტი :)
Category: 
ქართული, A'la chef, ღუმელი, ადვილი, ტორტი, tea070706

Ingredients

For 0 people ()

ხილის ტორტი Directions

ინგრედიენტები

ბისკვიტი:

  • 5 კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • 1 ჩკ გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი

კრემი:

  • 800 მლ რძე
  • ჭიქანახევარი შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • ვანილი
  • 50 გრ კარაქი

ხილი: ფორთოხალი, კივი, ბანანი ძააააალიან ბეეეევრი :)


მომზადების წესი

ბისკვიტის მომზადება:

გავთქვიფოთ კვერცხის ცილები კარგად, ნელ-ნელა ჩავყაროთ შაქარი და მოვიღებთ მყარ, ბეზეს მასას. ვაგრძელებთ თქვეფას და თითო-თითო კვერცხის გულს ვამატებთ. როცა კარგად გაითქვიფება, გამოვრთავთ მიქსერს და ხის კოვზით ფრთხილად ვურევთ ფქვილი+გამაფხიერებელი+ ვანილი+მარილი. ფორმში ვაფენთ კალკას, ვასხავთ ბისკვიტის მასას და ვაცხობთ 120 გრადუს ტემპერატურაზე.

კრემის მომზადება:

რძე+ფქვილი+შაქარი დავაბლენდეროთ და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. როცა გასქელდება და დუღილს დაიწყებს გადმოვდგავთ და ცხელშივე ვაყრით ვანილს და ვაციებთ.

ოთახის ტემპერატურის კარაქი გავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაცივებული კრემი.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დანამეთ რითიც გნებათ, ჩაი, ყავა და ა.შ ვუსვამთ კრემს, ვაწყობთ დაჭრილ ხილს, ისევ კრემს და ვადებთ ბისკვიტის მეორე ფენას. ვნამავთ, ვუსვამთ კრემს და ვრთავთ ხილით.

xilistorti2


none
Top