ხაჭოს რავიოლი

by dona

რავიოლი იგივე ჩვენებური “ვარენიკია”, რომელიც რა თქმა უნდა არა ერთხელ გამიკეთებია, თუმცა ცომის ზელვა და მისი ბრტყელება იმდენად არ მიყვარს, რომ ბოლოს სულ დავივიწყე. თუმცა, მას შემდეგ, რაც საშობაოდ პასტის გასაბრტყელებელი მივიღე, აღარ დავიზარე და გემრიელი ხაჭოს რავიოლებიც სულ რაღაც ერთ საათში ჩვენს სუფრას ამშვენებდა. მოკლედ, არ დაიზაროთ და თუ ვინმე ამ ხელსაწყოს გაჩუქებთ, ეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ შრომას.

Ingredients

For 0 people ()

ხაჭოს რავიოლი Directions

ინგრედიენტები

ცომისთვის:

  • • 3 ცალი კვერცხი
  • • 1 კგ ფქვილი
  • • 1 ჭიქა წყალი (დამატებით რასაც შეიზელს)
  • • მარილი

გულისართისთვის:

  • • 2 ჭიქა რიკოტა (ნადუღი)
  • • 1 ჭიქა გახეხილი მაცარელა (მშრალი სულგუნი)
  • • ½ ჭიქა პარმაზანი (მშრალი ყველი)
  • • 2 ცალი კვერცხი
  • • პიტნა, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

• ფქვილს დავუმატოთ მარილი და კარგად გადავანაწილოთ ხელით

• ფქვილის შუაგული ჩავაღრმავოთ და შუაში ჩავაგდოთ გათქვეფილი კვერცხები

• ჩანგლით ავსრისოთ

• დავუმატოთ წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი

• ჩავდოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 45 წუთი

ამასობაში მოვამზადოთ გულსართი:

• რიკოტა, გახეხილი მაცარელა და პარმაზანი მოვათავსოთ ჯამში

• დავუმატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი პიტნა, მარილი და პილპილი და ავურიოთ

მოხვევა:

• ცომი გავაბრტყელოთ თხლად.

• კოვზით ჩავდოთ გულსართი და ზემოდან გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი

• თითებით დავპრესოთ კუთხეები და კბილანებიანი საწრელით გამოვჭრათ ფორმები, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ravioli1

• მოვხარშოთ რავიოლი მარილწყალში დაახლოებით 7-9 წუთი.

• შეგიძლიათ მოუმზადოთ პომიდვრის სოუსი ნივრითა და ბაზილიკოთი ან არუგულას და წვრილი პომიდვირს სოუსი ნივრითა და ზეთით.

ravioli3


none
Top