კომბოსტოს მწნილი ჭარხლით (გლეხური)

by mze

ეს ჩვენს ოჯახში არსებული ძველი რეცეპტია, რომლითაც ბებია ამზადებდა;

Ingredients

For 0 people ()

კომბოსტოს მწნილი ჭარხლით (გლეხური) Directions

ინგრედიენტები

კომბოსტო - 1 თავი (1.5-2 კგ);

ჭარხალი - 3 ან 4 თავი;

ნიახური - 1 მსხვილი კონა (300 გრ ალბათ);

ნიორი - 1 თავი ან ცოტა მეტიც, თუ საჭმელადაც მოგწონთ;

მარილი, წითელი წიწაკა - გემოვნებით;

წყალი - იმდენი, რომ მწნილის მასალა დაფაროს;


მომზადების წესი

აადუღეთ წყალი ნიახურთან ერთად და ადუღეთ 3-4 წუთი;

შემდეგ გამორთეთ და ჩაუშვით მასში ნიორი და წიწაკა;

მარილი იმდენი გახსენით, რომ წყალს ეტყობოდეს გემოზე;

ადროვეთ ამ ნაყენს გაცივება;

დაჭერით კომბოსტო მსხვილად, ალბათ 6-10 ნაჭერი;

დაჭერით გათლილი ჭარხალი თხლად;

ღრმა ჭურჭელში ჩააფინეთ ნიახურის ნაწილი, შემდეგ 1 ფენად მოაწყვეთ კომბოსტო და ჭარხალი, შემდეგ ისევ ნიახური, შემდეგ ისევ კომბოსტო და ჭარხალი, ბოლოს დაფარეთ ნიახურით და მოასხით გაცივებული ნაყენი;

დაახურეთ თავსახური და დადგით დასამჟავებლად; საჭიროა დაახლოებით 7-10 დღე. თუ გეჩქარებათ - კომბოსტო მდუღარე წყალში გამოატარეთ (ანუ 2 წუთით ჩადევით ნაჭრებად დაჭრილი);

Top