კარტოფილის ბრაწულები (ფრიკადელკები)

გემრიელი საუზმეულია, რომელსაც ყოველთვის მზას, გაყინულს ვყიდულობდი და სახლში მხოლოდ ვწვავდი. ეხლა, კი სახლშიც ვცადე მომზადება - საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. იმედია, თქვენც მოამზადებთ.

 

Ingredients

For 0 people ()

კარტოფილის ბრაწულები (ფრიკადელკები) Directions

ინგრედიენტები

კარტოფილის პიურე;

გახუხული პური

ან საფანელი, მზა;

მარილი, წიწაკა, სუნელები - გემოვნებით;

ზეთი. 

თუ სამარხვო ვარიანტს არ ამზადებთ, შეგიძლიათ შესაკვრელად პიურეს დაუმატოთ ოდნავ შეთქვეფილი კვერცხი.

 

საფანელში კარგად უნდა იყვეს ბურთულები ამოვლებული, თორემ დაიშლება შეწვისას.


მომზადების წესი

მოამზადეთ პიურე, აქციეთ ერთიანი კონსისტენციის მასად;

piure

პურს ხუხავთ, დაახლოებით 15 კარტოფილის ბრაწულასთვის 1 პურის ნაჭერია საჭირო;

პიურესგან აკეთებთ პატარა ბურთულებს;

ამზადებთ საფანელს: ფქვავთ გახუხულ პურს და ურევთ მარილსა და სუნელებს, ან ყიდულობთ მზას.

ამოავლებთ კარტოფილის ბურთულებს ამ საფანელში. სათითაოდ დააყწობთ კულინარიულ დაფაზე და გაყიდავთ საყინულეში;

potatfrikadmomz

როცა გაიყინება, ჩაყარეთ ცელოფნის პარკში და შეინახეთ ისევ საყინულეში, რამდენი ხანიც გსურთ, კარგად ინახება;

potat_fikadilgayinuli

შეწვის წინ გამოიღეთ მაცივრიდან და როგორც კი ზეთი გაცხელდება შეწვით ასე გაყინული. იწვება 10 წუთში, როგორც კი ბურთულები ფერს იცვლიან მზად არის;

იწვება ბლომად  ცხელ ზეთში.


ძალიან უხდება ტყემლის საწებელი;

ან შეგიძლიათ მოამზადოთ მაწვნისა და ნივრის სოუსიც;

ან რაიმე სხვა, თქვენი გემოვნებით.

potatfrikadilmza

Top