ჩაქაფული

by mze

Ingredients

For 0 people ()

ჩაქაფული Directions

ინგრედიენტები

ბატკნის ხორცი - 2 კგ (რბილობი და ნეკნები);

ტარხუნა - 300 გრ;

მწვანე ხახვი - 300 გრ;

წიწმატი - 200 გრ (ან დამატებით 100 გრ ტარხუნით ჩაანაცვლეთ)

მწარე წიწაკა - 1 ცალი (დანარჩენი გემოვნებით);

ქინძი - 100 გრ;

ტყემალი - 300 გრ (ან შენახული 500 გრ. ქილა);

თეთრი, ტანინიანი ღვინო - 400 გრ;

მარილი გემოვნებით;

 

ხორცი უნდა იყოს ნეკნისა და მკერდის ნაწილი; შეიძლება ბეჭიც - ანუ, ისეთი ხორცი, რომელიც ერთდროულად მომზადდება. ხორცი უნდა იყოს ახალგაზრდა ბატკნის, საშუალოდ ცხიმიანი; უძვლო ხორცი უნდა იყოს დაახლოებით 1.5 კგ და ნეკნები 0.5 კგ.

 

შეიძლება გამოყენებული იყოს ხმოს ხორციც;

 

შენიშვნა - სასურველია ახალი, მაგრამ მსხვილი, „მწიფე“ ხახვი, რომელსაც უკვე თეთრი თავები გამოკვეთილი აქვს;


მომზადების წესი

დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად;

ტარხუნა დაარჩიეთ ფოთლებად, ყლორტებად;

მწვენილი და ხახვი დაჭერით 2 სმ სიგრძემდე;

chkapuli2

ქვაბის ძირში ჩაუფინეთ ცოტა მწვანილი და ტყემალი, შემდეგ ხორცი, შემდეგ ისევ მწვანილი ტყემლით (ასე ფენა-ფენა). ცოტა მწვანილი გადაინახეთ, სულ ბოლოს ჩაუმატებთ ჩაქაფულს - არომატისთვის;

Caqafuli1

სულ ბოლოს მოფარეთ მწვანილით და შედგით საშუალო ცეცხლზე (თუ წყალი არ შეიყენა - მაშინ 50-100 მლ.ლ წყალი ჩაამატეთ);

როცა ხორცი მოიხარშება, ჩაუმატეთ გადანახული მწვანილი, მოასხით ღვინო და ადუღებამდე რომ მივა -გაუსინჯეთ გემო, შეკმაზეთ მარილით და წიწაკით გემოვნებით;
!ყურადღება - ღვინო არ უნდა აგიდუღდეთ!

 

როცა მორჩენილი კერძის გაცხელება დაგჭირდებათ, გაცხელებისას ჩაუმატეთ ღვინო;

Top