ყაურმა

Ingredients

For 0 people ()

ყაურმა Directions

ინგრედიენტები
  • 1 კგ ძროხის(ან ღორის) გულ-ღვიძლი
  • ნახევარი კგ ხახვი
  • 500 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 200 გრ პამიდვრის საწებელი
  • დაფნის ფოთოლი
  • ქინძი
  • ქონდარი
  • ძირა
  • წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

დავჭრათ გულ-ღვიძლი პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვხრაკოთ სასურველ ცხიმში. როცა კარგად შეწითლდება, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, დავასხათ ღვინო და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. ბოლოს ვუმატებთ საწებელს, წვრილად დაჭრილ ქინძს, ხმელ ქონდარს, ძირას, წიწაკას და მარილს. 5-10 წუთში კერძი მზადაა. ყაურმის წვენის სისქე თავად დაარეგულირეთ სურვილისამებრ :)yaurma


none
Top