ქათმის სალათი ბოლოკით

4.63
ამ სალათის გაკეთება საქონლის ან ღორის ხორცითაც შეიძლება. მარტივია და გემრიელი.

Ingredients

For 0 people ()

ქათმის სალათი ბოლოკით Directions

ინგრედიენტები
  • 300 გრ ქათმის ფილე ან სხვა ნაწილი, მოხარშული
  • 2 მსხვილი ბოლოკი
  • ოხრახუში
  • მარილი, პილპილი
  • 200მლ მაიონეზი
  • ბროწეულის მარცვლები (სურვილისამებრ).

მომზადების წესი

ქათმის ხორცი უნდა იყოს კანგაცლილი და წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი;

კარგად გარეცხილი, მაგრამ წითელ კან გაუცლელი ბოლოკი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ ცოტა მარილი და დატოვეთ 20 წუთი, შემდეგ გადაავლეთ წყალი და აცალეთ დაიწუროს.

შეურიეთ ერთმანეთს ხორცი და ბოლოკი, შეაზავეთ მარილით, პილპილით, მწვანილით და მაიონეზით. სასურველია ცოტაოდენი ბროწეულიც დაამატოთ.salatibolokiqatami


ბოლოკი თუ არ გიყვართ, შეცვალეთ ის კომბოსტოთი. ამ შემთხვევაში ბროწეული აუცილებლად დაამატეთ, თანაც უხვად, ძალიან უხდება.
none
Top