პასტა, სახლში მომზადებული

რამდენი რა მსმენია სახლში მომზარებულ პასტაზე, ანუ მაკარონზე . . და გავრისკე როგორც იქნება. საკმაოდ მარტივი პროცესი აღმოჩნდა, თმუცა რომ არა ბლენდერი, რამაც ცომი "მოზილა", ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი იქნებოდა . . ასე, კი მაკარონის მომზადების პროცესი არც გამიგია.

Ingredients

For 0 people ()

პასტა, სახლში მომზადებული Directions

ინგრედიენტები

pastabroun

სასურველია გლუტენის მაღალი შემცველობის ფქვილი, ასევე გამოდგება თეთრი, რუხი, შავი ხორბლის ჯიშების ფქვილიც;კვერცხი, მარილი . . (წყალი საჭირო არ არის, ერთი შემთხვევის გარდა - თუ კვერცხს წყალით ჩაანაცვლებთ - ანუ 20-30 გრამი წყალი - 1 კვერცხის სანაცვლოდ)ინვენტარი - ბლენდერი, სასურველია პასტა-მანქანა, არ არსებობისას სამზარეულოს დაფა და გასაბრტყელებელიც გამოდგება +დანა ან რაიმე კულინარიული საჭრელი.

pastaelene


მომზადების წესი

pastagamoshroba1. ბლენდერში ჩაყაროთ ფქვილი 500 გრ. ნიშნულამდე. ერთი-ორჯერ დაატრიალოთ ფქვილი 1 ჩაის კოვზ მარილთად ერთად (ვითომ  აცერით) და ჩაახალეთ 2 ცალი კვერცხი რიგ-რიგობით, ანუ ერთი რომ გაიხსნება, შემდეგ მეორე დავუმატოთ. მიიღება გრანულირებული, ნესტიანი მასა და არანაირი ცომის კონსისტენცია.ან  მეორე - ასეთივე რაოდენობა ფქვილს დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი და 20 გრამი წყალი, რადგან პირველი - კვერცხის ძალიან ყვითელი გულის გამო ზედმეტად ყვითელი გამოვიდა. მეორე ვარიანტიც მშვენიერი იყო . . ერთი ფერით განსხვავდებოდა წინა ცომისაგან.2. ეს ფხვიერი მასა გადმოაპირქვავეთ სამზარეულოს დაფაზე და ხელით გადაზზილეთ - რამდენიმე წამში მიიღებთ მკვრივ ცომს, რომელიც უნდა შეახვით ცელოფანში და დაივიწყოთ 20-30 წუთით;3. შემდეგი ეტაპია ცომის გუნდებად/პორციებად დაყოფა და გაბრტყელება-დაჭრა;4. გახმობა, ანუ სანამ ცომს ცხელ, მარილიან წყალში ჩაყრით - ცოტა შეაშრეთ. (პასტის მოსახარშ წყალს მარილის გარდა არ დაუმატოთ არაფერი, განსაკუთრებით ზეთი, ჯერ ერთი მავნებელია, მეორეც - პასტის ხარისხს აფუჭებს, ზეთი ან ნებისმიერი სხვა ცხიმი უნდა დაემატოს მას შემდეგ, რაც მოიხარშება და წყალს გადაუწურავთ, არც ცივი წყალი არ უნდა გადაევლოს წყალ გადაწურულ პასტას, თუ მიწებების გეშინიათ - ზეთი ან კარაქი ამ პრობლემას უადვილესად ხსნის, რომელსაც გადაწურვის შემდეგ დაუმატებთ);5. თუ მოგვიანებით გინდათ გამოიყენეთ - გააშრეთ და შეინახეთ მაცივარში, ოდნავ ნესტიანს არა უშავს რა., მთავარია მწებავი ცომი არ იყვეს.


 pastamoxarshuli

ესეც მოხარშული. ძლიან უხდება სახლში მომზადებული მწვანე პესტო, ან პომიდორის სოუსი.

შემდეგი ეტაპი წიწიბურას ფქვილისგან მაკარონის მომზადებაა გეგმაში.

Top