რვაფეხა გრილზე (დამუშავების წესები)

აქ მინდა რვაფეხას მარტივად მომზადებასა და მისი დამუშავების წესებზე შევჩერდე; საქართველოში, ზღვის, ამ საკმაოდ ეგზოტიკურ ბინადარს ნაკლებად ვამზადებთ, თუმცა მეზობელ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში ისეა პოპულარული, ვფიქრობ, ჩვენთანაც არ დარჩება უყურადღებოდ;

მიუხედავად იმისა, რომ მომზადების უამრავი წესი წამიკითხია და მიყურებია, თავადაც ბევრჯერ მომიმზადებია - ამჯერად, ჩვენი სამხრეთ  იტალიელი მეგობრების უშუალო ჩარევით მოვამზადეთ, უფრო სწორედ თვითონ მოამზადეს, მე კი კითხვებით ვაწუხებდი.

Ingredients

For 4 people ()

რვაფეხა გრილზე (დამუშავების წესები) Directions

ინგრედიენტები

საშუალო სიდიდის რვაფეხა -2 კგ;

ზეითუნის ზეთი - 2 სადილის კოვზი;

ლიმონი - 1 ან 2 ცალი;

ასევე :  2 ძირი ნიახური, 1 თავი ხახვი;

მომზადების დრო: გასასუფთავებლად - 15 წუთი; ხარშვისთვის  - 20 წუთი; გრილზე - 10 წუთი (ან უფრო ცოტა, სიმხურვალეს და გრილს/მაყალს გააჩნია); 


მომზადების წესი

რვაფეხის გასუფთავება:

საკვებად გამოიყენება რვაფეხას მხოლოდ საცეცები (მთლიანიც გამოდგება, თუმცა ძალიან-ძალიან პატარები 5-7 სმ სიგრძის); ამიტომ საჭიროა რვაფეხას მოშოროღ თვალი - საცეცებს შორის აქვს, და მოაჭრათ თავი, ანუ დარჩეს მხოლოდ საცეცები (ის რაც სურათზეა მოცემული);

აქვე მინდა დავწერო თუ როგორ კლავენ მას - წყლიდან ამოყვანის შემდეგ რვაფეხას კბილებით უჭერენ თვალის ირგვლივ (ანუ ძლიერად უნდა უკბინონ), სიმართლე გითხრათ ეს მეთევზეთა წესია, რომლებიც სათითაოდ იჭერენ მათ;  მაგრამ როცა მასიურად ხდება რვაფეხების ბადით ამოყვანა - არ ვიცი  რა ხერხს მიმართავენ;

გასუფთავებულ რვაფეხას შემდეგ კარგად გარეცხავთ;

ასევე საჭიროა რვაფეხას დაბეგვა, დაბეგვეთ საშჲალოდ, ანუ ფაფასავით არ მოაქციოთ სასესები, უბრალოდ უფრო დრეკადი უნდა გახდეს. (ეს ყველას არ სჭირდება, ზოგი, რომელიც თეთრი და რბილი იყო, ის არ დაგვიბეგვია);

 და უკვე მზად არის მოსაწალად;

შენიშვნა: აქვე მინდა დავწერო მეგობრის რჩევა, რაც შემდეგია: რვაფეხა უფრო რბილი გამოდის, თუ ერთი ღამით საყინულეში გააჩერებთო;

rvafexa1

(სურათზე ვისი ჯაფაა ასახული - არ მახსოვს, აი რიგი რომ იდგა - ეგ ნამდვილად მახსოვს);

რვაფეხას მოხარშვა:

რვაფეხას, შეწვამდე ჯერ ხარშავენ;

ხარშვის დრო დამოკიდებულია მის ასაკზე, ანუ სიდიდეზე; საერთოდ სჯობს შეარჩიოთ ისეთი რვაფეხა, რომელსაც 15-20 სმ დიდი საცეცები არ აქვს;

ჩემი დაკვირვებით ასევე მნიშვნელობა აქვს ფერსაც. რაც უფრო თეთრია, მით უფრო ახალგაზრდაა იგი, ხოლო ასაკის მატებასთან და ზრდასთან ერთად, თავადაც იასამნისფერდება-მუქდება;

აადუღეთ წყალი დიდ ქვაბში და თუ გსურთ ჩაუშვით არომატიზატორებიც (ნიახური, ხახვი, დაფნა) ჩააწყვეთ რვაფეხები და ხარშეთ 15-30 წუთი; დრო როგორც გითხარით ასაკზეა დამოკიდებული;

სურათზე მოცემული რვაფეხები 20 წუთი ვხარშე - მითითების შესაბამისად (დრო ითვლება წყლის ადუღებიდან); შემდეგ ამოაწყვეთ რვაფეხები, დაწურეთ წყლისგან და დაჭერით 2-3 ნაწილად - გრილზე ან მაყალზე შესაწვავად;

რვაფეხის შეწვა:

თუ გრილი გაქვს, ანუ რკინის ბადე უკვე აქვს - პირდაპირ ამ ბადეზე დააწყვეთ და შეწვით, როცა ერთი მზარე დაიბრაწება - გადააბრუნეთ და მეორე მხრიდან შეწვით;

თუ ჩვენებური მაყალი, მაშინ, კი შამფურზე წამოაცვით ნაჭრები და ისე შეწვით, ტრიალით;

მზა რვაფეხები ჩააწყვეთ რაიმე ჯამში, მოასხით ზეთის და თუ გსურთ ლიმონის წვენის ნაზავი და გადააფარეთ ვერცხლის ქაღალდი, რომ სითბო შეინარჩუნოს;

 rvafexa2

შეგიძლიათ მოუმზადოთ საწებელიც, მაგ: ჩიმიჩური (ძირას გარეშე სძობს ამ შემთხვევაში);

Top