ხაჭოს დესერტი ონტკოფათი

მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლო დესერტი

Ingredients

For 0 people ()

ხაჭოს დესერტი ონტკოფათი Directions

ინგრედიენტები
  • ხაჭო
  • მაწონი ან ნატურალური იოგურტი
  • ყავისფერი (ან თეთრი) შაქარი გემოვნებით
  • ხსნადი ყავის ფხვნილი გემოვნებით
  • ონტკოფა
  • დათლილი ნუში

მომზადების დრო: 3 წუთი;

კალორიულობა: დაბალკალორიული და ჯანსაღი დესერტია, კონკრეტული კალორიულობა, კი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული; ზოგადად, შაქრის/თაფლის და ნუში/თხილეულის რაოდენობრივი ცვლილება მოქმედებს ძირითადად,  ამ კერძის კალორიულობაზე. ისე, კი 100 გრამზე 100-130 კლ. იანგარიშეთ (შეიძლება უფრო დაბალიც მიიღოთ, უცხიმო პროდუქტების და ცოტა თაფლის გამოყენებისას); 


მომზადების წესი

ხაჭო და მაწონი, ან ნატურალური იოგურტი თქვენთვის სასურველი ცხიმიანობით და პროპორციით (მე ვიღებ დაახლოებით ორჯერ მეტ ხაჭოს) შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ხსნადი ყავის ფხვნილი გემოვნებით, მე ვიღებ იმდენ ყავას, რომ ხაჭოს არ გაუჩნდეს ყავის ძლიერი გემო, უნდა მიიღოს მხოლოდ ყავის მსუბუქი არომატი, დაატკბეთ ყავისფერი, ან თეთრი შაქრით, კარგად აურიეთ. დაამატეთ დაჭრილი ონტკოფა. ზევიდან მოაყარეთ მოხალული დათლილი ნუში.

xaWoontkofa

მიირთვით მაცივარში გაგრილებული, გემრიელად.


ონტკოფას მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხილი, ძალიან გემრიელია მარწყვით, სხვადასხვა კენკროვანით. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ატამი, მანდარინი, ფორთოხალი, ან ხილის ნარევი. ზამთარში კი-კომპოტები. ხილი შეურიეთ უშუალოდ ხმარების წინ, რადგან ხილმა შეიძლება წვენი გამოუშვას და ხაჭო გაათხელოს. ნუშის მაგივრად, ალბათ, ნიგოზიც მოუხდება. სტუმრებისათვის შეგიძლიათ პატარა პორციებად-პატარა ვაზებში ან ფინჯნებში მოამზადოთ, ან მთელი პორცია ერთი დიდი ლამაზი ჭურჭლით მიიტანოთ სუფრაზე. კიდევ ერთი შენიშვნა: ნაკლებ ცხიმიანი რძის პროდუქტებით და ნაკლები შაქრით მიიღებთ დაბალკალორიულ, გემრიელ, ცილებით მდიდარ და ნახშირწყლებით ღარიბ დესერტს, რომელის შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუფიქრებლად მიირთვათ :)

xaWomarwyvi


none
Top