სალათი ცეზარი - ა'ლა პომპადურ

4.99

ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია.

არსებობს „ცეზარის“ მომზადების ძირითადი რეცეპტი, მაგრამ მისი შემადგენლობის მიხედვით ყველა დიასახლისს შეუძლია ვარიაციები მოამზადოს, როგორც მაგალითად, მე.

Ingredients

For 0 people ()

სალათი ცეზარი - ა'ლა პომპადურ Directions

ინგრედიენტები

სალათის ფურცლები - 2 კონა;

ქათმის ხორცი - მოხარშული ან შებოლილი, (1 ბარკალი თავისი გადანართმევით);

ლორი - რამოდენიმე ნაჭერი;

ქამა სოკო - 7 თავი;

პამიდორი - 1 ცალი;

მაიონეზი - 1 შეკვრა;

მდოგვი - ან მარცვლოვანი ან ჩვეულებრივი, 1 ჩაის კოვზი;

პილპილი, მარილი;

ზეითუნის ზეთი;

ნიორი - 2 კბილი დაჭყლეტილი;

ტოსტერის პური - ერთი შეკვრა.


მომზადების წესი

1. ტოსტერის პური დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ორეგანო, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. ავურიოთ კარგად და გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, დავბრაწოთ ღუმელში და შემდეგ გავაგრილოთ;

cesar1

2. ქათამი მოვხარშოთ და გავაგრილოთ, ან გამოვიყენოთ შებოლილი. გავაცალოთ კანი, მოვაცილოთ ძვლებს და დავჭრათ პატარა ნაჭრებად;

3. სოკოს მდუღარე გადავავლოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად;

4. მაიონეზი გადავიტანოთ ჭურჭელში, ჩავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, გაჭრილი კამა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად გავთქვიფოთ;

5. პამიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად;

6. დიდ სწორ თეფშზე ძირი მოვაფინოთ სოკოთი, დავანაკუწოთ სალათის ფურცლები და მოვაყაროთ;

cesar2

7. დავაფინოთ სიმეტრიულად პამიდორი და ლორი;

cesar3

8. დავადოთ ქათმის ნაჭრებიც;

cesar4

9. მოვასხათ მაიონეზი;

cesar5

10. ასე გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, გვერდებზე შემოვუწყოთ გახუხული პური.

cezarmza

Top