საბავშვო კატლეტი - არლეკინი

ბავშვები რომ ბოსტნეულს არ წყალობენ - ყველა მშობელს გამოგვიცდია. ვისაც არა და - ბედნიერთა რიგებში გადადით, ჩვენ კი ისიც კარგად გვაქვს გამოცდილი, თუ რა პრობლემურია მათთვის ბროკოლის, ბარდის, სტაფილოს და ა.შ. "გასინჯვაც კი;

აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სასოწარკვეთისას გაჩნდა ეს იდეა - მათ საყვარელ კატლეტებში "დამემალა" მათივე "საძულველი" ბოსტნეული. რადგან განსაკუთრებით, უფროსი მყავს წუნია, რომელიც ბოსტნეულიდან მხოლოდ კიტრსა და სიმინდს სცნობს - ამიტომ პირველი სიმინდის მარცვლები აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, შემდეგ მწვანე მუხუდოც დაემატა, რასაც ვაშლიც მიყვა - თქვენ, კი სტაფილოც და ბროკოლის ასევე წარმატებით შეგიძლიათ შეურიოთ.

ერთი სიტყვით, კატლეტმა მოწონება დაიმსახურა. მე კი დავამატებ, რომ ცივიც ძალიან კარგია და მეტად პრაქტიკულია პიკნიკებსა და ექსკურსიებზე წასაღებად.

სახელი, კი ნინო ჯანანაშვილის საბავშვო ხრაშუნებიდან ავიღე.. ვფიქრობ, იქნებ საბავშვო საკვების სერიაც კი შევქმნათ ამ ლოგოთი.

Ingredients

For 0 people ()

საბავშვო კატლეტი - არლეკინი Directions

ინგრედიენტები

გატარებული ხორცი - 300 გრ (შეიძლება ძროხა, ხბო, ქათამი, ინდაური);

მწვანე ბარდის მარცვლები - 50 გრ; სიმინდის მარცვლები - 50 გრ;

ვაშლი - 50 გრ (სადღაც 1/3 ალბათ მოზრდილი ვაშლის);

ხახვი - 50 გრ;

კვერცხი - 50 გრ (1 ცალი);

პური ან პურის სუხარი - 50 გრ.

მარილი გემოვნებით;

თუ გინდათ საფანელით შეწვა - ესეც დაგჭირდებათ.

მომზადება შეგიძლიათ როგორც ტაფაზე, ასევე ღუმელში და ორთქლზე. გააჩნია ბავშვის ასაკსა და კვების რაციონს.

ფორმულა ადვილად აღქმადია - ყველა ბოსტნეული და ინგრედიენტი (ხორცის გარდა) 50-50 გრამია; ხორცი, კი იმდენივეა ჯამურად, რაც სხვა ინგრედიენტები. თქვენ შეგიძლიათ ბოსტნეული ცვალოთ როგორც სახეობების ასევე რაოდენობის მიხედვით.


მომზადების წესი

ხორცი და ხახვი ხორცსაკეპში გაატარეთ, ან დააბლენდერეთ;

პური დაალბეთ;

ვაშლი და სტაფილო (როცა უშვებით) დახეხეთ;

სიმინდის მარცვლები, მუხუდო, ბარდა - ან მარცვლებად შეურიეთ ან დააბლენდერეთ;

ყველაფერი ერთ დიდ ჯამში მოათავსეთ - და კარგად აურიეთ, მარილით შეკმაზეთ; დაყავით პატარა  ბურთებად. შეგიძლიათ პირდაპირვე მოხარშოთ ორთქლის ქვაბშჳ, ან შეწვათ ღუმელში. ან ამოავლოთ საფანელში და ტაფაზე მობრაწოთ.

katletiMIa


შეიძება ყველაფერი დაბლენდერდეს, რომ ვიზუალურად არ ჩანდეს, თჲმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ერთად არდაბლენდერდება, მათი ტექსტურის გამო, ამიტომ რიგ-რიგობით ამატეთ ბლენდერში.

Top