ჩიტის რძე

by LUTA

ჩიტის რძე - ჩვენი ბავშვობის ტკბილი მოგონება: ფაფუკი, ზამბარა ბეზე, მოხვეწილი შოწოლადის საფარით.

Ingredients

For 0 people ()

ჩიტის რძე Directions

ინგრედიენტები
  • 100 გრამი კვეცხის ცილა
  • 200 გრამი შაქარი
  • 40 გრამი წყალი
  • 5 გრამი ჟელატინი
  • შოკოლადი ამოსავლებლად .

მომზადების წესი
  1. წყალი და შაქარი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე . მივიყვანოთ 121 გრადუსამდე.
  2. ჟელატინის ფურცლები დავალბოთ ცივ წყალში. ცილა მოვათავსოთ თასში და რომ აქაფდება ( არ უნდა აითქვიფოს მყარ კონსისტენციამდე) დავუმატოთ დამბალი და გაწურული ჟელატინი. მაღალ სიჩქარეზე გადაიყანეთ მიქსერი და წვრილ ხაზად დაუმატეთ ცხელი სიროფი. თქვიფეთ სრულ გაცივებამდე.
  3. შემდეგ, საკონდიტრო ტომრით მივცეთ ფორმები. მე საცხობ ქაღალდზე დავსვი და შევდე მაცივარში. დავტოვოთ ასე ერთი ღამე. 24 საათი უკეთესი იქნება. მერე ფრთხილად მოაშორეთ საცხობი ქაღალდი და მოათავსეთ ჩანგალზე, კოვზით კი გამდნარი შოკოლადი დაასხით ისე, რომ დაიფაროს. ზემოდან რომ დაიფარება შემდეგ ჩანგალი ჩადეთ შოკოლადის მასაში რომ დაბლიდანაც დაიფაროს შოკოლადით.
  4. კალსიური ვარიანტი მარტო შოკოლადითაა. განსხვავებულ ვარიანტად შეიძლება მოაყაროთ ქოქოსი ან ფსტა. ასევე შეიძლება გამოცხვეს რბილი ფირფიტები და ძირზე დაედოს. მახსოვს ადრე ასეთებიც იყიდებოდა.

chitis redze1

 

chitis rdze2

 

 

chitis rdze3

 


none
Top