კიშ ლორენი

ფრანგული გასტრონომიის კლასიკა, გემრიელი და ნოყიერი

Ingredients

For 8 people ()

კიშ ლორენი Directions

ინგრედიენტები

 ცომის (pâte brisée) ორი ვარიანტია,

1) 200 გრ ფქვილი, 100 გრ კარაქი, 1/2 ჩ.კ მარილი და 60 მლ წყალი.

2) 200 გრ ფქვილი, 125 გრ კარაქი, მარილი

ეს რაოდენობა განკუთვნილია 26-28 სმ დიამეტრის ფორმისთვის.

 სოუსი: 200მლ ნაღები (მე არაჟანი გამოვიყენე) 2 კვერცხი, მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი. 

 გულსართი: 250 გრ სოკო, უმჯობესია არა დაკონსერვებული, 250-300 გრ ლორი (ან დაბრაწული ბეკონის ნაჭრები), 1 ხახვი, 200 გრ ყველი.


მომზადების წესი

თუ ცომს ხელით აკეთებთ, კარაქი უნდა იყოს დარბილებული, ხელით კარგად აურიეთ და მიიღებთ ფხვიერ მასას, შემდეგ დამატებთ წყალს და კარგად დაზილავთ ცომს, სანამ არ გახდება ელასტიური. ცელოფანში გაახვიეთ და მინიმუმ ერთი საათით შედგით მაცივარში.

ხახვი და სოკო სწრაფ ცეცხლზე მოშუშეთ სანახევროდ (შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ, მოშუშვის გარეშე), ლორი დაჭერით კუბიკებად, ყველი გახეხეთ.

ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში, ამოუყვანეთ გვერდები, დაჩხვლიტეთ

quicheL1

ზედ დააფინეთ ქაღალდი, რომელზეც დააყრით რამე მარცვლეულს, ლობიო, ბარდა და სხვ. (ეს საჭიროა იმისთვის რომ ცხობისას ცომი არ ამოიბურცოს. 180 გრადუსზე აცხვეთ 20 წუთი, შემდეგ გამოიღეთ და დააყარეთ სოკო და ლორი,

quichel3

დაასხით სოუსი, შემდეგ ყველი

quichel4

და შეაბრუნეთ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.

quichel5


თუ ლორი არ გიყვართ შეცვალეთ თევზის ფილეთი ან ქათმის ხორცით.

quichel6


none
Top