ხეკი კარტოფილით

გემრიელი, არომატული და მარტივი კერძია; ძირითადად, "თავისით" მზადდება ღუმელში.

Ingredients

For 0 people ()

ხეკი კარტოფილით Directions

ინგრედიენტები
  • 1 პატარა ზომის ხეკი
  • 3 საშუალო ზომის პამიდორი
  • 5_6 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 თავი მოზრდილი ხახვი
  • 100 მლ.თეთრი ღვინო
  • 50 მლ წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • ნახ ლიმონის წვენი
  • მარილი
  • დაფქული წითელი წიწაკა(ტკბილი)
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი

ყალიბის ძირში დავაწყოთ თხლად დაჭრილი პამიდორი, კარტოფილი და ხახვი. მოვასხათ ცოტა ზეთი, ღვინო და წყალი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ჩავდოთ ღუმელის სპეციალურ ცელოფანში და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახ.15 წუთით. სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.

xekikartofilit1

მანამდე თევზს მოვაყაროთ მარილი სანამ ბოსტნეული ითუთქება;

დავნაყოთ ნიორი მარილთან და ოხრახუშთან ერთად, გავაზავოთ ლიმონის წვენში და ამოვავსოთ თევზის ჭრილები.

xekikartofilit2

როცა მოიხარშება კარტოფილი,  დავადოთ ზევიდან თევზი, მოვასხათ ცოტა ზეთი და შევაბრუნოთ ღუმელში 15 წუთით. ამ შემთხვევაში აღარ უნდა ცელოფანი

xekikartofilit3


xekikartofilit4


none
Top