ფორთოხლის ტორტი

ბისკვიტი-ფორთოხლის, სუფლე-ფორთოხლის, ჟელე-ფორთოხლის, ზემოდან დიდი ფორთოხლები და რაც მთავარია, დანამული უუუგემრიელესი ლიმონჩელოთი :) ეს უნდა გააკეთოთ! :)

Ingredients

For 0 people ()

ფორთოხლის ტორტი Directions

ინგრედიენტები

ბისკვიტი:

5 კვერცხი

6 ს.კ. შაქარი

3 ს.კ ფქვილი

3 ს.კ. სიმინდის სახამებელი (თუ სიმინდის სახამებელი არ გაქვთ, შეგიძლიათ მთლიანად ფქვილი გამოიყენოთ)

1 სავსე ს.კ. ფორთოხლის ცედრა

მწიკვი მარილი

ვანილი

1 ჩ.კ გამაფხვიერებელი (არასავსე)

 

სუფლე:

300გრ ნაღები (მაღალპროცენტიანი)

70 გრ შესქელებული რძე

12 გრ ჟელატინი

200 გრ შაქარი 

100 მლ ფორთოხლის ფრეში

1 ს.კ ძალიან წმინდად დაბლენდერებული ფორთოხლის ცედრა

 

ჟელე:

200 მლ ფორთოხლის ფრეში

15 გრ ჟელატინი

შაქარი გემოვნებით (მე 50 გრ დავუმატე)

 

დასანამად 60 მლ. ლიმონჩელო + 40 მლ. ანადუღარი, ცივი წყალი. შაქარი გემოვნებით.


მომზადების წესი

ბისკვიტის მომზადება:

ვაკეთებთ ჩვეულებრივ, კლასიკურ ბისკვიტს ანუ : კვერცხის ცილას და შაქარს ვთქვეფთ კარგად. უნდა მოივიღოთ მყარი, სქელი ბეზეს კონსისტენცია. შემდეგ ვათქვეფთ თითო კვერცხის გულს. ვუმატებთ ცედრას. გამოვრთავთ მიქსერს და ფქვილს, გამაფხვიერებელს, მარილს, ვანილს და სახამებელს დავაცრით ზემოდან, თან ხის კოვზით ზემოდან ქვემოთ ვურევთ. ყალიბში ჩავაფინოთ კალკა, ოდნავ ზეთით გავცხიმოთ და ჩავსხათ ბისკვიტის მასა.

ვაცხვობთ თავიდან 170 გრადუსზე, 15 წუთის შემდეგ ვაგრძელებთ ცხობას 150-140 გრადუს ტემპერატურაზე. 30 წუთში ბისკვიტი მზადაა. თუმცა უკეთესია თქვენი ღუმელის თავისებურება გაითვალისწინოთ ცხობის დროს. 

 

სუფლეს მომზადება:

ჟელატინს დავასხათ ფრეში, დავაყაროთ შაქრის ნახევარი და 20-30 წთ გავაჩეროთ.

შესქელებულ რძეს დავაყაროთ დარჩენილი შაქარი და მსუბუქად ავთქვიფოთ ( ისე, რომ შაქარი კარგად გაიხსნას). 

კარგად ჩაციებული ნაღები ავთქვიფოთ.

როდესაც ჟელატინი გაფუვდება, დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. როდესაც შაქარი კარგად გაიხსნება, გადმოვდგავთ ცეცხლიდან, შევაგრილებთ და ნელ-ნელა შევურევთ ჯერ შესქელებული რძის მასას, შემდეგ ათქვეფილ ნაღებს. ბოლოს ვუმატებთ ცოტა ვანილს და ცედრას. 

 

ჟელეს მომზადება: 

ჟელატინს დავასხათ ფრეში, დავუმატოთ შაქარი. ვაცადოთ დაფუება (20 წთ), შემდეგ შევათბოთ ცეცხლზე შაქრის სრულ გახსნამდე და კარგად გავწუროთ. 

 

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე ( ან თუ გნებავთ ნუ გაჭრით, და პირდაპირ ზემოდან დაასხით სუფლე), პირველი ფენა ჩავდოთ ყალიბში დავნამოთ ლიმონჩელოთი, დავასხათ სუფლე და გავაჩეროთ მაცივარში ნახევარი საათი. როდესაც სუფლე შემაგრდება, დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა, რომელსაც ასევე დავნამავთ. ზემოდან გადავასხათ ფორთოხლის შეგრილებული ჟელე. 

სასურველია ნამცხვარი მთელი ღამით გავაჩეროთ მაცივარში.

DSC01355 perf

 

მიირთვით კარგად ჩაციებული და კალორიებს ნუ დაითვლით :))) 

 

Top