ტირამისუ უკვერცხოდ

უფრო სწორედ, ტირამისუ უკვერცხოდ  - არ გაგიკვირდეთ ასეთი ვარიაცია. გემოთი ნამდვილად ვერ შეატყობთ, რომ კვერცხი გამოკლებულია; პრაქტიკული თვალსაზრისით, კი მეტად საჭირო რეცეპტია მათთვის: 1. ვინც ლაქტო ვეგეტარაიანელია ან  რძის პროდუქტების მარხვაზეა; 2. ვინც უმ კვერცხს ერიდება (თუმცა გვაქვს პასტერიზებული კვერცხის ტირამისუც) და 3. ვისაც შესაბამისი ალერგია აქვს.

რაც შეეხება მომზადებას - უმარტივესია, მით უფრო თუ ხელთ მიქსერი გაქვთ.

სიმართლე გითხრათ, მე კი ვხსნი რეცეპტს, მაგრამ არც მე მომიზადებია (მხოლოდ ვაკვირდებოდი - 10 წლის ბავშვმა მოამზადა), ხოლო რეცეპტი ჩვენს მეგობარს ვთხოვე, როცა მისი მომზადებული გავსინჯე. განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ და 1000-ჯერ მას:) (სახელს არ ვწერ, თუმცა დარწმუნებული ვარ ბევრს გახსოვთ მისი  ლამაზი სახე და საინტრესო რეპორტაჟები)

Ingredients

For 0 people ()

ტირამისუ უკვერცხოდ Directions

ინგრედიენტები

 

 

 

ნამცხვარი სავოიარდი ანუ "ქალის თითები" - 1  ან 2 შეკვრა (იხ.შენიშვნა)
კრემისთვის:
500 მლ.ლ ნაღები 33% ცხიმიანობით ან მეტით 
250 გრამი მასკარპონე
75 გრამი შაქარი

ვანილის ესენცია - 3 წვეთი

დასანამად:

3 ს/კ ყავა ხსნადი

შემაგრებული ღვინო - 3 ს.კ.  მარსალა ან სხვა; გამოდგება ყავის ლიქიორიც


საჭიროების შემთხვევაში

ნაღების გამასქელებელი (შეკვრაზე მითითებული იქნება რა რაოდენობის ნაღებს ყოფნის - საჭიროა 500 გრ ნაღებისთვის);

დამატებით:

კაკაოს ფხვნილი - მოსაფრქვევად;

მარწყვი ან ჟოლო

 

შენიშვნა:

სავოიარდი ცალობით 40 ც. დასჭირდა; დამოკიდებულია ფორმაზე; ამ ზომის ფორმისთვის - ნაღების რაოდენობის გაზრდაც 250 მლ.ლ უკეთესი იქნებოდა; გამოყენებული იქნა ფორმა ზომით - 20სმ*30სმ (თითქმის იგივეა, რაც A4 ფორმატის ქაღალდი);

 

ინვენტარი:

მიქსერი; დიდი ჯამი; პატარა ჯამი; ლამაზი ჭურჭელი.

 

მომზადების დრო:

15 წუთამდე.


მომზადების წესი

მომზადების ერთადერთი სირთულე არის ნაღების ათქვეფა სათანადო დონემდე, ანუ თუ ზედმეტი მოგვივიდა - კარაქივით გასქელდება, აიჭრება და კარგ გემრიელ, ოჯახურ კარაქს მივიღებთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვეფის პროცესს.

საერთოდ, ესეც არ უნდა იყოს სირთულე, თუ კარგად ჩაცივებულ და კარგ ნაღებს გამოვიყენებთ, მაგრამ საქართველოს პირობებში ეს საკმაო თავგადასავალი ხდება.

მაშ ასე, ჩაცივებული ნაღები მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, ჩაუშვით მასში ასევე ოთახის ტემპერატურის სუფთა მიქსერის ფეხი და დაიწყეთ თქვეფა; წესით 2 წუთში უკვე შესქელება უნდა ჰქონდეს საკმარისი და შეამატებთ შაქარს (ეს თქვენი გემოვნების მიხედვით უქენით - ანუ შეამოწმეთ გადნობის შემდეგ - კიდევ საჭიროა თუ არა). ნაღები უნდა იყოს ფაფუკი და მდგრადი კონსისტენციის, და არა დარბიებული კარაქივით რბილი, მაგრამ მძიმე. თუ არ გასქელდა 5 წუთიანი თქვეფის შემდეგაც - უკვე შეურიეთ ნაღების ფხვნილი; პატრა პაკეთებად იყიდება, ძირითადად 250 მლ.ლ ნაღებისთვისაა თითო; ჯერ ერთი უქენით, თუ არ უშველა - შემდეგ მეორეც მიაშველეთ;

ამის შემდეგ უკვე შეურიეთ მასკარპონე, რომელიც ასევე უნდა იყოს ძალიან სქელი არაჟანივით, ოღონდ გაცილებით ცხიმიანი და მოტკბოც კი. სითხე არ უნდა ჰქონდეს საერთოდ. თუ მაინც და რაღაც სასწაულით სითხე აღმოაჩნდა - გადაუწურეთ;

მასკარპონე უკვე ერევე სილიკონის ნიჩბით ან ლითონის კოვზით (მშრალი და ცივი) ნაზად; ამავე დროს ემატება ვანილის ესენციაც.

დასანამი სითხე:

ყველ ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში - გასინჯეთ, თქვენი გემოვნებით შეამატეთ სიტკბო, სპირტი და მზად არის;

აწყობა:

მომაზადეთ ჭურჭელი, იქვე მოიმარეგეთ ჯამით კრემი, სავოიარდი, ფასი დასანამი სითხით, ხილი თუ უშვებით და კაკაოს ფხვნილი.

პირველ რიგში ფორმის ძირზე მოუსვით კრემი თხელ ფენად, პირდაპირ სავოიარდი არ დააფინოთ;

ეხლა, კიდევ ერთი საინტერესო და საპასუხისმგებლო მომენტი: სავოიარდი უნდა დაასველოთ ამ სითხეში თანაბრად - შაქრიანი ზედაპირით სითხეში, აი ჩააწობთ მთელი შაქრიანი ზედაპირით, ოღონდ ბოლომდე არა, სანახევროდ, აქვს კიდეც ხაზივით ირგვლივ - ადვილად მიხვდებით; შემდეგ ამ სველი ზედაპირით დააწყობთ კრემზე მჭიდროდ;

დაწყობა შეიძლება ერთ ფენად ან ორ ფენად - ჩემს შემთხვევაში ორი ფენაა.

როცა ერთ ფენას მორჩებით - მოაფინეთ დარჩენილი კრემის ნახევარი, გაანაწილეთ თანაბრად, თუ ხილი გაქვთ - ისიც მოაფინეთ;

შემდეგ ისევ გაიმეორებთ "ფოკუს-მოკუს" სავოიარდის ბისკვიტებით და ბოლოს ისევ ასრულებთ კრემით.

თუ ხილი დაგრჩათ - გააფორმეთ;

სულ ბოლოს ეფინება, ეცრება კაკაოს ფხვნილი.  ზოგი ამას აკეთებს უშუალოდ სუფრაზე მიტანამდე და არა მაცივარში შედგმისას, ზოგიც, კი მაგალითად ჩემსავით - ნამცხვრის მზადების დასასრულისას აყრის. ასე თამამად შემიძლია სქელ ფენად მოვაყარო გემრიელი კაკაოს ფენა, რომელიც უკვე სუფრაზე მიტანისას დანამულია და სახეში არ შეეფრქვევა არც მე და არც სტუმრებს.

გაითვალისწინეთ - ტირამისუ უნდა იყოს კარგად ჩაცივებული;

შენახვის ვადა დამოკიდებული, თუ როგორ დანამეთ ბისკვიტები.

tiramissu Elene


სავოიარდის დანამვის ხარისხი დამოკიდებული თუ როდისთვის გსურთ ეს ნამცხვარი, რომ საკვებად იყოს საუკეთესო, თუ 2 ან 3 საათში - მაშინ კარგად დაალბეთ და ჩაწობისას, მაგ: დაითვალეთ სამამდე, ანუ ჩააწვეთ ბისკვიტი სანახევროდ, ითვლით - ერთი-ორი-სამი და ამოგაქვთ, თუ ზედმეტი სითხე ამოყვა - უნდა დაწუროთ;

თუ მეორე დღისთვის გსურთ - უბრალოდ ჩააწვეთ 1 წამით და ამოიღეთ მაშინვე.

Top