უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის

Ingredients

For 0 people ()

უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის Directions

ინგრედიენტები
250 გრ. დარბილებული მარგარინი
1 ცალი კვერცხი
1/4 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. შაქარი
30გრ.დაწნეხილი საფუარი, ან 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
300მლ. წყალი
4-5 ჩ.ჭ. ფქვილი


მომზადების წესი
თბილ წყალში ვამატებთ შაქარს და საფუარს ვხსნით.
კვერცხი+მარილი გავთ ქვიფოთ და საფუვრიან მასას ვამატებთ.
ფქვილს ვაყრით,თან ვზელავთ ცოტახანს(ჯერ 3 ჩ.ჭ. ფქვილს) თან ვამატებთ დარბილებულ მარგარინს.
გამოდის რბილი ცომი,ფაკტიურად ხელებზე ოდნავ გეკრობათ,მაგრამ ფქვილიან მაგიდაზე კარგათ იზილება.
შევახვიოთ პარკში და საყინულეში 30 წუთით შევდოთ.გამოვიღოთ და გამოვიყენოთ.
მე გამოვიღე და დავტოვე მაგიდის ზემოდან, სანამ გულსართს ვამზადებდი.

გამოსაცხობ ნაწარმს გადაუსვით კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე.
ცხობის ტემპერატურაა 200გრადუსი 40 წუთამდე,დაბალ თაროზე.

გამოდის ყველაზე სწრაფად მომზადებული საფუვრიანი ცომი,ხრაშუნა და ნაზი ,მეორე დღისთვის უფრო რბილდება.



Top