ქათამი სატენით

by LUTA

Ingredients

For 0 people ()

ქათამი სატენით Directions

ინგრედიენტები
  • 1 ცალი ქათამი (ჩემი 2 კილოიანი იყო )
  • 400 გრამი ქათმის ფილე
  • 150 გრამი პურის გული
  • 200 გრამი ბარდა
  • 250 გრამი სტაფილო
  • 60 გრამი კვერცხის ცილა
  • 200 გრამი მორტადელა (იტალიური ძეხვის სახეობაა)
  • 100 გრამი პარმიჯანო
  • 4 სადილის კოვზი ნაღები (ან რძე )
  • მარილი
  • პილპილი
  • ასევე შეგიძლიათ იხმაროთ სურვლისამებრ როზმარინო , სალბი.
  • ზემოდან მოსასხმელად
  • სოიოს სოუსი
  • როზმარინო
  • ასევე გულსართი შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი სურვლის მიხედვით, მოაკლოთ ან დაუმატოთ რაიმე .

მომზადების წესი
  1. გასუფთავებელ ქათამს გამოვაცალოთ ძველბი. მე დავუტოვე მხოლოდ ფრთები და ბარკლის ერთი ძვალი ფორმა, რომ შეენარჩუნებინა.
  2. ბლენდერში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე (უმი) და დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის ცილა და პურის გული. აქციეთ ერთგვაროვან მასად. შემდეგ დაამატეთ ყველი და ნაღები (ან რძე ) მარილი-პილპილი. მასა არ უნდა იყოს თხელი. ნაღები არ მოგივიდეთ ბევრი. ეს მასა გადმოტანეთ ბლენდერიდან და დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული ბარდა და სტაფილო. ბოლოს ასევე კუბიკებად დაჭრილი მორტადელა. კარგად აურიერთ ერთმანეთში და ამოავსეთ ქათამი. შემდეგ ნემსით და ძაფით დახურეთ.

qaTami Semcvari3

ღუმელში შესადებ ჯამში მოასხით ცოტა ზეთი. გადაიტანეთ ქათამი .ზემოადან ფუნჯით გადაუსვით სოიოს სოუსი და მოაყარეთ ცოცხალი როზმარინოს ღერები, მარილი შავი პილპილი. შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთი. შემდეგ 180 გრადუსზე დაუწით ტემპერატურა და განაგრძეთ მომზადება მზად ყოფნამდე .

qaTami sateniT


none
Top