ტირამისუ

4.62
ტირამისუ იტალიური დესერტია, გასაკეთებლად ძალიან მარტივი, მაგრამ გემრიელი. ორიგინალური რეცეპტის მიხედვით საჭიროა 5 ინგრედიენტი: სავოიარდის ორცხობილა(lady fingers), მასკარპონე, კვერცხი , იტალიური ღვინო მარსალა და ყავა. არსებობს ამ დესერტის უამრავი ვარიანტი, ზოგი ხილით, ზოგი სხვა ალკოჰოლით,ნაღებით, მასკარპონეს სხვადასხვა რაოდენობით და ა. შ. ერთ-ერთ ვარიანტს მეც შემოგთვაზებთ

Ingredients

For 0 people ()

ტირამისუ Directions

ინგრედიენტები
  • საშუალო ზომის ჭურჭლისთვის
  • 3 საშუალო ზომის კვერცხი
  • 200 გრ მასკარპონე
  • 150 გრ შაქარი
  • 2 კოვზი ყავა
  • 150 გრ ნაღები, მინ:32%იანი(არ არის სავალდებულო)
  • 3 ს.კ მარსალა ან სხვა ალკოჰოლი(მე გამოვიყენე ვისკი, შესაძლებელია კონიაკი, რომი)
  • 200 გრ ორცხობილა სავოიარდი, იგივე lady fingers
  • 2 ჩ.კ კაკაო

მომზადების წესი
  1. ყავა გახსენით 250-300 გრამ მდუღარე წყალში და შეგრილებულს დაამატეთ ალკოჰოლი+ ცოტა შაქარი
  2. კვერცხის გულები ათქვიფეთ 150 გრამ შაქართან ერთად გათეთრებამდე,შეურიეთ მასკარპონე.
  3. ცილები ათქვიფეთ ღრუბლის კონსისტენციამდე და ფრთხილად კოვზით შეურიეთ ყველიან მასას.
  4. ორცხობილები სწრაფად დაასველეთ ყავაში ორივე მხრიდან და ჩაალაგეთ გვერდიგვერდ ღრმა, გვერდებიან ჭურჭელში, დაასხით კრემის ნაწილი, ისევ ყავიანი ორცხობილა და ისევ კრემი.
  5. შედგით მაცივარში გასაციებლად, რამდენიმე საათით. მირთმევამდე მოატარეთ თავზე კაკაო წვრილი საცერის დახმარებით.

მე მასკარპონეს ნაცვლად გამოვიყენე სკანდინავიური ფირმის ,,ARLA"-ს უმარილო ნაღების ყველი BUKO. ნაღები შეგიძლიათ ამოიღოთ რეცეპტიდან. გაითვალისწინეთ რომ ორცხობილები ძალიან სწრაფად ამოავლოთ ყავაში, თორემ დალბება და ფორმას დაკარგავს. დესერტი არის ძალიან ნაზი, მე დაჭრა გამიჭირდა და ცოტა ფორმა დაკარგა თეფშზე ამოღებისას, ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ცალცალკე ჭურჭრლში(მაგალითად სანაყინეში ან ფართო ჭიქებში) გააკეთოთ ულუფები, მით უფრო თუ სტუმრებისთვის გინდათ.

 

რადგან ამ დესერტში კვერცხი უმად გამოიყენება, აუცილებლად უნდა იყოს ახალი.

 

თუ  ფიქრობთ, რომ 150 გრამი შაქარი  ბევრია ამ რაოდენობისტვის, ან ნაკლებად ტკბილი გირჩევნიათ შეგიძლიათ მოაკლოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. გაითვალისწინეთ შაქრის ხარისხი და სიტკბოობა, ყველა შაქარი ერთნაირად ტკბილი არ არის 


none
Top