ოსტრი

5
ოსტრი ოსტრია, მისი  განსაკუთრებული წარდგენა არ არ არის საჭირო, მგონი.

Ingredients

For 6 people ()

ოსტრი Directions

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 800 გრ;

ხახვი - 3 თავი;

პამიდორი - 600 გრ (1 სადილის კოვზი ტომატ-პასტაც შეგიძლიათ დაუმატოთ);

ნიორი - 4 კბილი;

ოხრახუში - 1 კონა;

ქინძი - მარცვლებად;

ცხარე წიწაკა - სურვილისამებრ;

მჟავე კიტრი - 1 ცალი (სურვილისამებრ);

კარაქი, ან ზეთი - 20-30 გრ;

მარილი, დაფნის ფოთოლი (1 ცალი) - გემოვნებით.

 

ინვენტარი - ფართე ტაფა, საჭრელი დაფა;

მომზადების დრო - 1 საათი დაახლოებით (დამოკიდებულია ხორცის ხარისხზე).


მომზადების წესი

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად;

გაახურეთ ტაფა და დაყარეთ ხორცი, დაფნაც, დაახურეთ თავზე და ითუშოს. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია მაინც, დაამატეთ წყალი, დრო და დრო;

როცა თითქმის მზად იქნება ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში;

ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამ დროში გაფცქვენით პამიდორი კანისგან და დააქუცმაცეთ, სიმარტივის გამო, შეგიძლიათ ქილაში შენახული პამიდვრები გამოიყენოთ;

როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პამიდორი და თუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. გადაიყვანეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე;

სულ ბოლოს, დაახლოებით პამიდორის დამატებიდან 15 წუთში, თუ ხორცი უკვე დარბილებულია. გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოურიეთ. სულ ბოლოს მოაყარეთ მწვანილიც (ცოტა გადაინახეთ), მოურიეთ;

სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ გადანახული ხახვი და მწვანილი.

ostri1


გემოვნების მიხედვით სხვადასხვა ვარიაციებიც არსებობს;

ზოგი დაჭრილ მჟავე კიტრს და მწნილის წვენს უშვება. როცა კერძს გასინჯავთ, თუ სიმჟავე აკლია - თქვენც შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით. როგორც გადმოცემით გავიგე - ბაბუაც ამ წესით აკეტებდა თურმე;

მაგღამ, თუ პირიქით, უფრო მჟავე გამოვიდა, ვიდრე გსურდათ, მაშინ ცოტა შაქრის დამატება შეიძლება.. კერძს არ დაატკბობს, მაგრამ სიმჟავეს კი გაანეიტრალებს;

ზოგიც, კი  მიხაკს უშვება - ეს ისევ და ისევ გემოვნების საკითხია;

მე, კი ძალიან მიყვარს მოხარშული ბრინჯის გარნირთან ერთად.

 

აქ, კი „თათარიახნ ოსტრს“ შემოგთავაზებთ - ძეხვეულით, რომელიც 15 წუთში არის მზად.

Top