სწრაფი მარწყვის ნამცხვარი

კრემი და ნამცხვარი სრული ჩემი იმპროვიზაციაა...

გემრიელი, საშუალოდ ტკბილი

Ingredients

For 0 people ()

სწრაფი მარწყვის ნამცხვარი Directions

ინგრედიენტები

1შეკვრა ,, სავოიარდი,, პეჩენიები

2 ცალი კვერცხი

3 ს.კ. შაქარი +0,5 ჩ.ჭ.შაქარი

4 ს.კ. არაჟანი

10-14ს.კ. ნაღების ფხვნილი ,,დიანა,,

300მლ. ყავა

1ს.კ.ლიქიორი

1ჩ.კ.შაქარი

მარწყი


მომზადების წესი

კვერცხის  გულები ვთქვიფოთ, 3 ს.კ. შაქართან ერთად, 5-8 წუთის განმავლობაში.

დავამატოთ არაჟანი და ნაღების ფხვნილი, ვთქვიფოთ შესქელებამდე 3-4 წუთი და შევდგათ მაცივარში 30 წუთით.

მოვამზადოთ ბეზე კვერცხის ცილებით და 0,5 ჩ.ჭ. შაქრით.

ნაღების მასა და ბეზეს მასა შევაერთოთ ნაზი მორევით და შევდგათ მაცივარში.

მოვამზადოთ 300 მლ. მაგარი ყავა, დავამატოთ ლიქიორი შაქარი, გავაციოთ.

სავოიარდის პეჩენიები ამოვავლოთ (2 წამით) ყავის ნარევში და ჩავალაგოთ ყალიბში. ასე დაუფაროთ ამოვლებული პეჩენიებით ძირი ყალიბს. ზემოდან მოვაყაროთ მარწყვი, გადავუსვათ ერთი ფენა კრემი.

გავიმეოროთ მეორე ფენა. ბოლოს კრემის ზემოდან მოვახეხოთ შოკოლადის ფილა.

rtulimarckvitiramisu

Top