ქაბაბი (განახლებული რეცეპტი)

3.43

ქაბაბის წარდგენა ზედმეტია ვგონებ, იმდენად ყველასთვის საყვარელი კერძია.

Ingredients

For 4 people ()

ქაბაბი (განახლებული რეცეპტი) Directions

ინგრედიენტები

ღორის ხორცი, ცხიმიანი - 650 გრ;

საქონლის ხორცი -350 გრ;

ხახვი - 100 გრ;

კოწახური - 2 სადილის კოვზი (ან შინდის ჩურჩი);

მარილი - 1 ჩაის კოვზი;

წიწაკა-1/2 ჩაის კოვზი;

კვერცხი' -1 ცალი (ეს იმ შემთხვევაში, თუ ხორცი საკმარისად ცხიმიანი არ არის - შეწებებისთვის);

სუნელი' - შავი პილპილიხმელი ქინძი და ქონდარი - ეძლევა სურვილის  მიხედვით (მე თავად არ ვამატებ).

შენიშვნა:

ხორცის შემადგენლობა და პროპორციები შეგიძლიათ ცვალოთ, მაგ: ღორი ჩაანაცვლოთ ცხვრის ხორცით, ან საქონლის ხორცის რაოდენობა უფრო გაზარდოთ, ღორის ხორცის შემცირების ხარჯზე;

ხახვის რაოდენობა არ გაზარდოთ, რადგან ხორცის შეკვრას შეუშლის ხელს;

კვერცხი საჭიროა შესაკრავად და თითქმის ყველა რეცეპტში მითითებულია, თუმცა, თუ  ხორცი საკმაოდ ცხიმიანია - 30% და მეტი, კვერცხი საჭირო არ არის;

მარილისა და წიწაკის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც მათ ხარისხზე, ასევე თქვენს გემოვნებაზე.

ინვენტარი: ხორცსაკეპი მანქანა, ღრმა ჯამი, შამფური და მაყალი;

მომზადების დრო: ფარშისათვის -  30 წუთი; შესაწვავად - 15 წუთი; ასევე საჭიროა გამზადებული ფარშის ერთი ღამით მაცივარში შენახვა, ან  რამდენიმე სააათით მაინც.


მომზადების წესი

გარეცხეთ და დაჭერით ხორცი და ხახვი მსხვილ ნაჭრებად;

გაატარეთ „კატლეტის“ მანქანაში 2-ჯერ, ან გამოიყენეთ ელექტრო „საკეპი“;

გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ სხვა ინგრედიენტებიც და ურიეთ დიდხანს, დაახლოებით 10 წუთი; შემდეგ მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში ან საყინულეში კარგად ჩაციებამდე და არა გაყინვამდე;

მე როგორც წესი გატარებულ ან დაკეპილ ხორცს კარგად ვურევ, თითქმის გათეთრებამდე და მაცივარში ვინახავ ერთი ღამით; დილით გამოვიღებ, პატარა გუნდას შევწვავ ტაფაზე და ვნახავ როგორია, ანუ აკლია თუ არა მარილი-წიწაკა-კოწახური და ხომ არ იშლება.. თუ რამე აკლია ვამატებ, თუ იშლება კვერცხს ვურევ, ისევ მაცივარშ ვინახავ შეწვამდე, ანუ 3-5 საათი კიდევ ჩერდება მაცივარში; 

აქ ქაბაბისთვის საჭირო საკმაზი - კოწახური, ხმელი ქინძი და ნედლი ქონდარია მოცემული (როგორც გითხარით, სურვილის მიხედვით ამატებენ, მე მხოლოდ კოწახურს ვუშვები ამ ნაკრებიდან)

barberrythymecoriander 

როგორც წესი, ქაბაბს წვავენ ლითონის შამფურებზე, ასევე შეიძლება ქაბაბის შეწვა ხის ჩხირებზეც რომელიც წინასწარ 30 წუთით ჩაალბეთ წყალში. (როგორც ვიცი, ასევე ალბობენ ძმარშიც);

შეწვა:

დაანთეთ ცეცხლი მაყალში ან გრილში;

გამოიღეთ ხორცი მაცივრიდან, მიეცით მოგრძო ფორმა (იმის ნახევარი სიგრძე, რაც საბოლოოდ შამფურზე იქნება). შამფურზე წამოცმული ხორცი კი ხელით კიდევ უფრო დააწვრილეთ, ისე რომ  ქაბაბის დიამეტრი 2 სმ არ შორდებოდეს (როცა ხორცი წვრილადაა, უფრო მალეც იწვება და თან არ იშლება სიმძიმისგან);

ქაბაბი შეწვის წინ  (ეს ძველი სურათია, ეხლა, უკვე თავად შამფურზე ვაძლევ მოგრძო ფორმას) -

kebabshaped

გაამზადეთ რამდენიმე შამფური ერთდროულად და შემდეგ ერთდროულადვე შეწვით ცეცხლზე. ატრიალეთ, გვერდების მზაობის მიხედვით;

ეს გრილზე შეწვა:

kebabgrilling

შეწვის შემდეგ ფრთხილად ჩამოაძვრეთ ქაბაბი შამფურს ან გადმოიღეთ გრილიდან.

qababi

სუფრასთან მიტანა:

ქაბაბი სუფრასთნ მიაქვთ წვრილად დაჭრილი მწვანილებისა და ხახვის თანხლებით, რომელსაც კოწახური ან შინდის ჩურჩი აქვს მოყრილი.

გადახვევა:

kebabwrapping

მზა:

kebab-shexveuli2

ქაბაბი, ასევე მწვანილების თანხლებით შეიძლება გაიხვეს თხელ ლავაშში. უცხოეთში მცხოვრებთათვის უფრო ხელმისაწვდომია ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული მექსიკური ტარტია, რომელიც ყველა სუპერმარკეტში იყიდება.

ხოლო, სომხური ლავაში შეგიძლიათ ორიენტალ სასურსათოებშ მოიკითხოთ;


ქაბაბს ასევე ძალიან უხდება „პამიდვრის საწებელი“, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია.

sacebeiliqababis1

ქაბაბის გასახვევი პურის რეცეპტი, კი აქ შეგიძლიათ იხილოთ : სომხური ლავაში, LUTA-ს რეცეპტებში. ან შეიძინოთ მაღაზიებში, სულ აქვთ ე.წ. ორიენტალ სუპერმარკეტებში, წესით ყველა არაბულ/თურქულ მაღაზიაში აქვთ; ზოგან ლიბანური პური ქვია და ზოგან რა.. 

Top