ბრუსკეტა

by dona
გინდათ გააკეთოთ ძალიან მარტივი სწრაფი და ნოყიერი, ამასთანავე სახალისო და გემრიელი საუზმე??? მაშინ ეს რეცეპტი ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ყველა დიასახლისი, დამეთანხმებით, საყვარელი ადამიანებისთვის უდიდესი საიმოვნებით აკეთებს ათასნაირ საინტერესო კერძს. ეს ადამიანები ჩვენი იმპროვიზაციის შემოუსაზღვრავი წყაროები არიან. მე, პირადად, როგორი დაღლილიც არ უნდა დავბრუნდე სამსახურიდან, სამზარეულოში შესვლისთანავე ახალი ენერგია მეძლევა, განსაკუთრებით, როცა ჩემი შვილები რაიმე საინტერესოს ითხოვენ, თან დროის მცირე მონაკვეთში. ბრუსკეტა არასოდეს გამიკეთებია, ის კი არა, წესიერად რეცეპტიც კი არ ვიცოდი, მაგრამ საკუთარ ინტუიციას ამ საკითხში საკმაოდ ვენდობი და შედეგად აი რა მივიღეთ. თქვნს სიამოვნებით გაგიზიარებთ და შეძლებთ ბრუსკეტას მომზადებით 15 წუთში გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანების გულები.

Ingredients

For 3 people ()

ბრუსკეტა Directions

ინგრედიენტები
  • 3 ნაჭერი პური
  • 3 ნაჭერი სულგუნი
  • 3 საშუალო ზომის პომიდორი
  • რეჰანი, ოხრახუში, მწვანე ხახვი

მომზადების წესი

შევბრაწოთ პურის ნაჭრები ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაში ( ბევრი ზეთი სასურველი არ არის)

როდესაც ამოვატრიალებთ დაბრაწულ მხარეს, მოვაყაროთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი სუგუნი,

შემდეგ ასევე კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და მწვანილი

დავაფაროთ თავსახური რომ ყველი დადნეს და პომიდორიც დარბილდეს

5 წუთში უგემრიელესი ბრუსკეტა მზადაა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ


none
Top