აკეკილი ბადრიჯანი

ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი «გემრიელობა» - ბადრიჯანი ნიგვზითა და მწვანილებით საუკეთესოა ზაფხულის ცხელ დღეს, ცხელ მჭადთან და ცივ სალათასთან ერთად.

Ingredients

For 0 people ()

აკეკილი ბადრიჯანი Directions

ინგრედიენტები

ბადრიჯანი – 1 კგ;

ნიგოზი – 200 გრ;

ნიორი – 3 კბილი;

მწვანილი – ქინძი, ოხრახუში – 1 კონა;

ხახვი – 1 პატარა თავი;

ძმარი – 2 ჩაის კოვზი (გემოვნებით);

მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

 

ინვენტარი: ქვაბი – ბადრიჯნის მოსახარშად; ჯამი – ასარევად;

მომზადების დრო: 30-35 წუთი (ბადრიჯნის მოხარშვისა და გაცივების ჩათვლით);

 


მომზადების წესი

ბადრიჯანი გარეცხეთ, დაათალეთ ყუნწები და მოხარშეთ;

გადმოიღეთ და გააცივეთ, შემდეგ, წვრილ და გრძელ ლენტებად დაჩილეთ;

სანამ ბადრიჯანი იხარშება -

დანაყეთ ან გაატარეთ ნიგოზი;

დაჭერით დანარჩენი ინგრედიენტები წვრილად;

ნიგოზსა და მარილ-წიწაკას აურიეთ ძმარი და თუ საჭიროა გადადუღებული თბილი წყალიც, რომ კარგად გაიხსნას ნიგოზი (არაჟნის კონსისტენციის მასა უკეთესად აერევა ბოსტნეულს);

გადაიტანეთ თასში ბადრიჯანი, მწვანილები და ნიგვზიანი მასა, მოურიეთ კარგად, გასინჯეთ და თუ რაიმე აკლია (მარილი, წიწაკა ან ძმარი – დაამატეთ);

შედგით მაცივარში 30 წუთით მაინც, რადგან ცივი გაცილებით გემრიელია;


თუ ამ კერძისთვის მჭადს ამზადებთ, მაშინ მეტი მარილი დაუმატეთ, რადგან უმარილო მჭადზე უფრო მეტი მარილიანობის ბადრიჯანია საჭირო, ვიდრე ეს პურთან იქნებოდა.

Top