მოხარშული კრემი Creme Patissiere

4

კრემი «პონჩიკისთვის» და «ტარტისთვის».. დიდი ხანი ვეძებდი «ყვითელი კრემის» რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მოხარშული კრემია. ამასთან, ძალზედ მარტივად მოსამზადებელიცაა.

Ingredients

For 0 people ()

მოხარშული კრემი Creme Patissiere Directions

ინგრედიენტები

კვერცხი – 3 ცალი;

შაქარი' – 80 გრ (7-8 სადილის კოვზი);

ვანილის შაქარი – 2 ჩაის კოვზი;

პურის ფქვილი – 40 გრ, (4 სადილის კოვზი);

რძე – 300 გრ;

კარაქი – 20 გრ (დაახლოებით 1 სადილის კოვზი).

 

'შაქარი უმჯობესია გამოიყენოთ «ოქროსფერი», თუ არა და თეთრი შაქარიც. მეც თეთრი შაქარი გამოვიყენე.

 

ინვენტარი: 1 ჯამი, 1 ქვაბი, ორივე მომცრო ზომის, საჭიროა ხელის სათქვეფიც;

დრო: მომზადებისთვის – 15 წუთი; ჩაცივებისთვის კიდევ ერთი-ორი საათი გაითვალისწინეთ.


მომზადების წესი

ათქვიფეთ კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი;

cremePatissiere1

შეათქვიფეთ ფქვილიც;

აადუღეთ რძე და შეათქვიფეთ კვერცხიანი მასა;

cremepatissiere2

რძია-კვერცხიანი ქვები დააბრუნეთ ცეცხლზე (ძალიან დაბალზე) და ურიეთ მუდმივად, სანამ მასა არ შესქელდება. კიდევ 2 წუთიც აცალეთ და გადმოდგით ცეცხლიდან;

მაშინვე შეათქვიფეთ კარაქიც და დადგით გასაცივებლად.

cremepatissiere4

 


კარაქი შეათქვიფეთ მაშინვე, როგორც რეცეპტშია, ის ბზინვარებას და სასიამოვნო ფაქტურას აძლევს კრემს;

მე ხელის სათქვეფი გამოვიყენე, თუმცა ხის კოვზიც გამოდგება, ალბათ;

ამ ინგრედიენტებით გამოდის 350-400 გრ კრემი;

ქვემოთ, კი კრემით მომზადებული ტარტის სურათია.

tARTraspberry2

 

ეს, კი ამავე კრემის უფრო რთული და უკეთესი ვარიანტი - გადადით ლინკზე

Top