გუფთები იტალიურად

Ingredients

For 0 people ()

გუფთები იტალიურად Directions

ინგრედიენტები

გუფთებისთვის:

600-700გრ. საქონლის ფარში

2 ნაჭერი პურის გული

100მლ.რძე

1 ცალი კვერცხი

პროვანსული ბალახების კრებული

1 თავი ხახვი(წვრილად დაჭრილი)

ცოტა ოხრახუში

მარილი,პილპილი

სოუსისთვის:

1 კგ.პამიდორი(კანგაცლილი,დაჭრილი)

1 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

ოხრახუში

1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

1 ს.კ.ტომატ-პასტა

დაფნის ფოთოლი

ზეთი

მარილი,პილპილი

1 ს.კ. ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო(შეგიძლიათ არ დაამატოთ)


მომზადების წესი

დავალბოთ რძეშიპურის გული(10 წუთით) და შევურიოთ ფარშს.ხახვი წვრილად დავჭრათ და სხვა ინგრიდიენტებთან ერთად დავამატოთ ფარშს.კარგად მოვზილოთ და მინი გუფთები მოვამზადოთ.

მოვამზადოთ სოუსი:

წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ,დავამატოთ ფირფიტებად დაჭრილი ნიორი და დავასხათ პამიდორი.ცოტახანი ვამზადოთ .დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,ტომატ პასტა,დაფნის ფოთოლი.მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ,ასევე 1 ს.კ. შაქარი და ძმარი...წამოვადუღოთ და ჩავალაგოთ გუფთები.

ფრთხილად ამოურიოთ დავაყაროთ ოხრახუში და 5 წუთის მერე გამოვრთოთ.

მივირთვათ სპაგეტისთან ერთად.

Top