ფენებიანი ნამცხვარი შინდის მუსით

by miau
ბებიას რეცეპტებში აღმოვაჩინე და ძალიან მომწონს ეს რეცეპტი. აქვს ის კარგი თვისება, რომ შეიძლება 1-2 კვირა იდოს. საერთოდ, 2 დღით ადრე უნდა გამოცხვეს და მომზადდეს.

Ingredients

For 0 people ()

ფენებიანი ნამცხვარი შინდის მუსით Directions

ინგრედიენტები
  • 3 კვერცხი
  • 200 გ. კარაქი
  • 2 ს.კ. არაჟანი ან ცხიმიანი მაწონი
  • 1,5 ჭიქა შაქარი - ცომისთვის (ვისაც ტკბილი არ უყვარს, შეუძლია ცოტა შაქარი მოაკლოს)
  • 0,5 ჭიქა შაქარი - ბეზესთვის (შეგიძლიათ 0,3 ჭიქა შაქარი გაუკეთოთ, ეს დამოკიდებულია თუ რამდენად ტკბილია ჯემი)
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 2 ჭიქა შინდის ჯემი
  • ფქვილი - რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესი
  1. კარაქს ნახევრად ვადნობთ, ვუმატებთ შაქარს და კარგად ვთქვეფთ, ვუმატებთ კვერცხის გულებს, ცილას კი ვინახავთ.
  2. არაჟანში ვასხამთ ლიმნის წვენს, ვურევთ შიგნით სოდას და კარგად რომ გაიხსნება, ვასხამთ ცომში. ფქვილს ვაყრით იმდენს, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი, ამასთან ხელს არ ეკრობოდეს. ცომს 30 წუთით ვდებთ მაცივარში, შემდეგ მისგან ვაკეთებთ 2 დიდ და ერთ პატარა ფენას. ფენები უნდა იყოს მაქსიმალურად თხელი, მაგრამ მთლად გამჭვირვალეც არა :))))). მე პირადად ფენები ხელით გამყავს ცხიმწასმულ ფორმაში ან პერგამენტის ქაღალდზე. ვაცხობ სანამ კარგი ოქროსფერი არ გახდება. ზოგ ფორმაში შეიძლება 3 მოზრდილი ფენაც გამოვიდეს. გაყავით ცომი თავიდანვე და არ გაგიჭირდებათ განაწილება. მესამე ფენა საჭიროა იმისთვის, რომ დავფხვნათ და ზემოდან მოვაყაროთ ნამცხვარს.
  3. ფენები რომ გამოცხვება, გავაცხელოთ ჯემი. ცალკე გავთქვიფოთ ცილა შაქართან ერთად დათანდათან შევათქვიფოთ ჯემი. მასა ნაზი უნდა გამოვიდეს, მაგრამ არა თხელი. კრემი ცხელივე წავუსვათ ფენებს და ზემოდან მოვაყაროთ ნაფხვენი. დავდგათ მინიმუმ მთელი ღამით.

ამ ცომის მომზადება შეიძლება მოხარშული კვერცხის გულებითაც, ოღონდ 3 კვერცხის ნაცვლად დაგვჭირდება 5 კვერცხის გული და არაჟანი - 3 ს.კ.
none
Top