ქათმის კატლეტი

4.98

ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი ბურგერი. თან, ოჯახის ყველა წევრზე მორგებული – (პატარა მიათი დაწყებული და პრეტენზიული ელენით დამთავერებული).

Ingredients

For 4 people ()

ქათმის კატლეტი Directions

ინგრედიენტები

ქათმის თეთრი ხორცი – 500გრ;

ხახვი – 1 მომცრო თავი;

ვაშლი – ½ ცალი, მჟავე სახეობა;

ნიორი – 1 კბილი;

ქინძი, ოხრახუში – ორ-ორი ღერო;

მარილი – ½ ჩაის კოვზი;

შავი პილპილი – გემოვნებით;

ზეთი შესაწვავად;

 

ინვენტარი – ხორცსაკეპი მანქანა, ტაფა ან ორთქლის ქვაბი;

 

მომზადების დრო: ფარშისთვის – 10 წუთი; შესაწვავად/მოსახარშად – 10 წუთი;

 

ქათმის ხორცი ძალიან "ნაზია" , ამიტომ მწვანილებს ნუ გადაამეტებთ;


მომზადების წესი

გაარჩიეთ ბოსტნეული, ვაშლს გათალეთ კანი, გარეცხეთ და დაჭერით ქათმის ხორცი;

მოათავსეთ ყველაფერი ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად გაატარეთ, ანუ თუ საჭიროა, მეორეჯერაც გაატარეთ;

შეაზავეთ მარილით. თუ ბავშვებისთვისაც ამზადებთ, მაშინ დამატებით მარილი და შავი პილპილი უკვე ამოგუნდაგებულ, ფორმა მიცემულ კატლეტებს მოაყარეთ სათითაოდ (დიდებისთვის განკუთვნილს);

შეწვის წინ, გაყავით ფარში 8 თანაბარ ნაწილად;

ოდნავ სველი ხელით ამოაგუნდავეთ პატარა ბურთულები და მიეცით წრიული, 2 სმ-მდე სისქის დისკის ფორმა. უფრო სქელს ნუ გააკეთებთ, რათა დროულად გამოუშრეს გულიც;

burgerchik1 

შეწვა:

საშუალო ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და დაადევით ბურთულები, თავზე ნუ დაახურავთ, თორემ წვენი გამოუვა და მშრალსა და უხეშ კატლეტებს მიიღებთ. როცა ერთი მხრიდან შეიწვება, გადააბრუნეთ მეორე მხრიდან შესაწვავად.

burgerchik2

იწვება საშუალოდ 5-7 წუთში;

burgerchik4

ორთქლზე მომზადება:

ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ;

ზედა, დაჩხვლეტილ ქვაბში ჩააწყვეტ კატლეტები და «მოხარშეთ», აქვე შეგიძლიათ შემოაწყოთ ბოსტნეულიც - მოსათუშად;

burgerchik3


ამ კატლეტსშეგიძლიათ მოუმზადოთ სალათა, ძალიან მარტივად:

სალათა-გარნირი

salata-garniri 

ან "პიკანტური ტაი სალათა "კიტრის სალათა"

saladkitrilaim

Top