ფეტუჩინი სოკოსა და ნაღების სოუსით

ეს არის ძალიან გემრიელი სოუსის ნაირსახეობა მაკარონისათვის. შეიძლება კლასიკურ რეცეპტს არ ემთხვევა, თუმცა, უზომოდ გემრიელი გამოდის პატარა ქართული მოდიფიკაციით

Ingredients

For 6 people ()

ფეტუჩინი სოკოსა და ნაღების სოუსით Directions

ინგრედიენტები
  • -4 თავი საშუალო ზომის ხახვი
  • 1 დიდი ქილა კონსერვირებული ქამა სოკო (ან ცოცხალი ქამა სოკო)
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 კუბიკი გალინა ბლანკა სოკოსი (იმ შემთხვევაში, თუ ქილის სოკოს ვიყენებთ)
  • 1 ს.კ. პურის ფქვილი
  • პატარა ნაჭერი შაშხი (ვიჩინა)
  • პატარა ნაჭერი (150-200გ) შებოლილი ყველი
  • და რაც მთავარია მაკარონი და საჭმლის ნაღები (სლივკი).

მომზადების წესი

ქვაბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი მორბილდება შევურევთ დაჭრილ სოკოს და ერთად ვაცდით მოთუშვას. როდესაც სოკოც მოიწალება დავამატებთ შავ პილპილს, მარილს გემოვნებით და დაახლოებით 5 წუთით კიდევ ვაცდით.

ცოტა ხნის შემდეგ დავამატებთ წვრილად დაჭრილ ლორს და მანამ ვშუშავთ, სანამ ლორი არ შეწითლდება.

ამასობაში, დაახლოებით ერთ ჭიქა ნახევარ ანადუღარ წყალში გავხსნათ ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი. კარგად მოურიეთ, რომ პურის ”კურკუშელები” არ დაგრჩეთ. ამ ხსნარს ნელ-ნელა ჩაამატებთ მოშუშულ მასას და თან ურევთ. დააცადეთ, რომ წამოდუღდეს და მერე ჩაამატებთ დაფშხვნილ გალინა ბლანკას სოკოს კუბიკს და ნაღებს მთლიანად. კარგად ამოურიეთ და აცადეთ წამოდუღება.

მას შემდეგ, რაც ყველაფერი ადუღდება, ჩავამატებთ გაჭყლეტილ ნიორს, გახეხილ შებოლილ სულგუნს, კარგად ამოვურევთ, დავახურავთ ჭურჭელს თავს და სადღაც 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ვაცდით დუღილს. ამის მერე გადაკეტავთ. სოუსი მზად არის. 
მაკარონის მოხარშვა ალბათ ჩემგან არ გესწავლებათ. 
მოხარშულ მაკარონს, ან გადავწურავთ, გადავურევთ სოუსს და ნელ ცეცხლზე ამოვურევთ, ან გადაწურულ მაკარონს თავზე მოვასხავთ სოუსს. 
მირთმევის წინ თავზე მოვაყრით ცოტა ოხრახუშს. 

პ.ს. ძალიან უხდება კარგი და გემრიელი წითელი ღვინო 


goddesspasta
none
Top