გოგრის მჟავე

გოგრის სეზონია და აი, კიდევ ერთი კერძი მისგან მომზადებული. ძალიან უხდება მიხაკი, ფაქტიურად სულ სხვა  და განსაკუთრებულ გემოსა და არომატს მატებს. გამოდგება, როგორც "სნეკად", ასევე თანმხლებ კერძად ხორცთან და/ან ყველთან.

Ingredients

For 0 people ()

გოგრის მჟავე Directions

ინგრედიენტები

გოგრა/კვახი - 300 გრ;

წყალი - 500 მლ.ლ;

მარილი - 1 სადილის კოვზი;

შაქარი  - 1 სადილის კოვზი;

ძმარი - 1 სადილის კოვზი;

ნიახური - 1 კონა;

კამა - 1 კონა;

ნიორი - 4 კბილი;

მიხაკი - 10 ცალი.

 

ქვაბი - მოსახარშად; ქილა 0.5 ლიტრიანი - შესანახად;

mJavegogris


მომზადების წესი

1. კვახი გათალეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად;

2. გარეცხეთ მწვანილი, გაარჩიეთ ნიორი;

3. ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაუშვით მწვანილების  და ნიორის ნახევარი. მარილი, შაქარი და მიხაკი  - მთლიანად;

4. წყლის ადუღების და 5 წუთი დუღილის შემდეგ ჩაუშვით კვახი და ძმარი 2-4 წუთით. ყურადღება მიაქციეთ არ ჩაგეხარშოთ და ასევე, ძალიან არ დარბილდეს;

5. დარჩენილი მწვანილი ჩააფინეთ ქილის ძირზე;

6. ცეცხლი გამორთეთ და კვახი გადაიტანეთ ქილაში, ზემოდან მოაწყვეთ მოხარშული მწვანილი და მიხაკი, ქილა შეავსეთ ქვაბში მორჩენილი წვენით;

7. ასე ამყოფეთ 2 დღე  ნათელ ადგილას და მე-3 დღეს შედგით მაცივარში, როცა ჩაცივდება - მიირთვით.

 mJavegogristefshze


ძალიან უხდება მიხაკი, ფაქტიურად სულ სხვა  და განსაკუთრებულ გემოსა და არომატს მატებს.

 

Top