ღორის შიგნეულის კუჭმაჭი

კუჭმაჭი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი პოპულარული კერძია. არ არსებობს სუფრა მის გარეშე, შესაბამისად ვარიაციებიც მრავალია: ცივი თუ ცხელი, ცხარე თუ ნიგვზიანი. ამჯერად, ღორის შიგნეულით მომზადებულ ცივი კუჭმაჭის ორ – მეგრულ და იმერულ ვარიაციებს წარმოგიდგენთ.

Ingredients

For 0 people ()

ღორის შიგნეულის კუჭმაჭი Directions

ინგრედიენტები

როგორც წესი, ოჯახში ღორის დაკვლის შემდეგ, მის შიგნეულს კერძად მოამზადებდნენ, ამიტომ რაოდენობას შესაბამისია: თითო გული, ღვიძლი და ელენთა, თორმეტგოჯა და ორი თირკმელი. წელებსაც (ნაწლავს) კარგად რეცხავდნენ და ასუფთავებნდენ, შემდეგ მასაც უმატებდნენ.

 

დღეისათვის, კი რადგან ეს ყველაფერი საყასბოში უნდა იყიდოთ, ამიტომ რაოდენობაც და არჩევანიც შეუზღუდავია, რაც თქვენი გემოვნებით ინგრედიენტების შერჩევის საშუალებას გაძლევთ.

 

გული – 2 ცალი, 500 გრ;

თირკმელი – 2 ცალი 300 გრ;

ღვიძლი – მთლიანი ღვიძლის 1/3, 500 გრ;

(სხვა ზემოთ ჩამოთვლილი შიგნეული აქ ვერ ვიშოვე)

 

საკმაზი:

ხმელი ქინძი – 2 სადილის კოვზი;

ქონდარი – 1.5 სადილის კოვზი;

უცხო სუნელი – 2 სადილის კოვზი;

წითელი წიწაკა – 1 ჩაის კოვზი;

ნიორი – 5 კბილი;

მარილი – გემოვნებით (სასურველია ცოტა მარილი ქვაბიდან ამოღებისასაც მოაყაროთ, ცხლად);

ღვინო ან ძმარი – საკმაზის გასათხელებლად;

სურვილისამებრ – 1 ცალი ბროწეული;

 

შენიშვნა: სუნელების რაოდენობა ძალიან არის დამოკიდებული მათ სიახლეზე, შენახვის პირობებზე და დაფქვის პერიოდზე. ამიტომ, მოცემული რაოდენობა საორიენტაციოა.

 

მეგრული კუჭმაჭისთვის, საკმაზზე დამატებით – 3 თავი ხახვი, ნედლი ქინძი, კიდევ უფრო მეტი ცხარე წიწაკა, ცხიმი მოსათუშად (ცხიმად გამოდგება ღორის ქონი, ზეთი ან ერბო).

 

იმერული კუჭმაჭისთვის, საკმაზზე დამატებით – 1 სადილის კოვზი ყვითელი ყვავილი, იგივე ზაფრანა.


მომზადების წესი

შიგნეული გარეცხეთ კარგად, თუ საჭიროა, მოხარშვამდე რამდენიმე ადგილას გაჭერით კიდეც, რომ სისხლი არ დარჩეს. ღვიძლს ნაღველი და აპკი ააჭერით, თირკმელი შუაზე გაჭერით და თეთრი ძარღვები ამოაჭერით (ეს მოხარშულზე უფრო მარტივი ამოსაჭრელია);

ჩადევით ყველაფერი ერთად ქვაბში და დაასხით წყალი, ისე რომ კარგად დაფაროს. ხარშვისას მოხადეთ ქაფი რამდენჯერმე;

მოხარშული ხორცი ამოალაგეთ ლანგარზე, თუ ქაფის ნარჩენები მაინც შერჩენილია ხორცზე – გადაავლეთ თბილი წყალი;

აიღეთ ფართე და დიდი ჯამი და დაიწყეთ შიგნეულის დაჭრა რაც შეიძლება წვრილ კუბებად, ანუ 1 სმ კუბებად (ბებიას ასეთ მეთოდი ქონდა – დიდ გობზე დაადებდა დიდ “დასკას” და თან ჭრიდა ამ ფიცარზე, თან დაჭრილს თასში ყრიდა);

სანამ კუჭმაჭის მასალა იხარშება, მანამ შეგიძიათ საკმაზი მოამზადოთ. ამისათვის საჭიროა, ყველაფერი ერთად დანაყოთ. შემდეგ სურვილისამებრ გახსნით 4 სადილის კოვზ ღვინოში ან 1 სადილის კოვზ ძმარში (შეიძლება ჩანაცვლდეს ნახევარი ბროწეულის წვენით);

 

აქამდე ორივე, მეგრული და იმერული ვარიანტის მომზადება ერთნაირი იყო, ეხლა, კი მათ მომზადები გზები”იყოფა”;

 

მეგრული კუჭმაჭისთვის გააცხელეთ ტაფა და ცხიმი (იმდენი, რომ ხახვის მოთუშვას ეყოს), დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 3-4 წუთი (ფერი არ შეიცვალოს). დაამატეთ დაჭრილი შიგნეულობა და საკმაზი. მოურიეთ კარგად, როცა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად აერევა – გადმოდგით ცეცხლიდან (ხორცი ძალიან არ უნდა გაცხელდეს), მოაყარეთ დარჩეული ბროწეული და წვრილად დაჭრილი ნახევარი კონა ქინძი.

 

იმერული კუჭმაჭისთვის დანაყილ საკმაზს შეამატეთ ყვითელი ყვავილიც და ეს ყველაფერი ჩაუშვით დაჭრილ კუჭმაჭიან თასში. როცა ყველაფერი ერთმანეთს კარგად აერევა – ამისთვის ხელით მორევა ყველაზე კარგი მეთოდია – გასინჯეთ, თუ რაიმე საკმაზი აკლია – შეამატეთ.

kuWmaWi

მომზადებული კუჭმაჭი გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში


ამ კერძის მომზადების, უფრო სწორედ ინგრედიენტების მოძიების პროცესი მეტად ხანგძლივი და კურიოზული აღმოჩნდა... რომელსაც ჩემს “მემუარებში” აუცილებლად შემოგთავაზებთ.

Top