ჩორბა

მარტივი და გემრიელი კერძი სუპ-ხარჩოს მოტივებზე. თავიდან სულ სხვა კერძი წამოვიწყე, თუმცა, ბოლოს ამ შედეგამდე მივედი, რომელმაც მართლაც გვასიამოვნა.

Ingredients

For 0 people ()

ჩორბა Directions

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი -1 კგ;

ხახვი - 3 თავი;

შავი ღვინო - 150 მლ.ლ;

წვრილი ვერმიშელი - 2 სადილის კოვზი (1 მუჭა დაახლოებით);

ნიორი - 2 კბილი;

ხმელი ქინძი - 1 სადილის კოვზი;

წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

 

თანმხლებ კერძად-

 კარტოფილი - 1 კგ;

კარაქი - 50 გრ;

დაფნა, როზმარინის ტოტი (სურვილისამებრ), შავი პილპილის მარცვლები, კამის პატარა კონა;

 

ნედლი ქირძი და კამა - მოსაყრელად. 

 

ინვენტარი - ფართე ტაფა ან სქელ-ძირიანი ქვაბი;

 

მომზადების დრო - 2 სთ.


მომზადების წესი

ხორცი გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად (3 სმ). ჩაყარეთ ქვაბში ან ტაფაზე და შედგით საშუალო ცეცხლზე;

როცა ხორცი ჩაითუშება და სანახევროდ მომზადდება, ჩაამატეთ ხახვი, გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ;

როცა ხორცი ძალიან რბილი გახდება ჩაამატეთ იმდენი წყალი, რომ ხორცს კარგად ფარავდეს, ჩაამატეთ ღვინოც, აუწიეთ ცეცხლს შუამდე და დაელოდეთ ამ სითხის ადუღდებას;

შემდეგ ჩაამატეთ მარილი, ხმელი ქინძი და ვერმიშელი, მოურიეთ. გადაიყვანეთ ისევ დაბალ ცეცხლზე და კიდევ 10 წუთი დატოვეთ ქურაზე;

ბოლოს შეამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი; საკმაზი და სუნელი თუ აკლია შეამატეთ ისიც და გადმოდგით ცეცხლიდან;

სანამ ხორცი მზადდება, კარტოფილი გათალეთ და დაჭერით საშუალო ზომაზე, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ჩაუშვით 1/2 ჩაის კოვზი მარილი, დაფნა და როზმარინის ტოტი, კამის პატარა კონაც, შავი პილპილის რამდენიმე მარცვალი და მოხარშეთ;

როცა მოიხარშება, წყალი გადაუწურეთ დაამატეთ 50 გრ კარაქი და ოდნავ შეჭყლიტეთ ჩანგლის კბილებით. სუფრაზე მიტანისას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

Top